Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გაგზავნა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025
mzia amaglobeli_AJARATIMES.GE

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციამ პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გაგზავნა. საჩივარი შეეხება მედიამენეჯერის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებას და მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში დაფიქსირებულ დარღვევებს.

საჩივრის მიხედვით, 2025 წლის 11 იანვარს, სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მის წინააღმდეგ ერთიდაიმავე ფაქტზე ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე დაიწყო. ორივე საქმისთვის სასამართლომ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო – პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის საფუძველზე (173-ე მუხლი) 2 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა, ხოლო სტიკერის კედელზე გაკვრით იერსახის დამახინჯების საფუძველზე (150-ე მუხლი) – 1 000 ლარი.

ახალი საჩივრის მიხედვით, ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული დაკავება, ასევე სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება, არღვევდა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ უფლებებს: თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას (მუხლი 5), სამართლიანი სასამართლოს უფლებას (მუხლი 6), გამოხატვის თავისუფლებას (მუხლი 10), შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას (მუხლი 11) და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებას (მუხლი 13).

11 იანვარს მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გრიგოლ ბესელიამ დააკავა შენობის იერსახის დამახინჯების ბრალდებით. საჩივარში ვრცლადაა აღწერილი, რომ პოლიციამ ეს დაკავება უკანონოდ შეასრულა და ოქმები გაყალბებულია. ქვეყნის შიგნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საჩივარი დაზარალებულმა გაგზავნა, თუმცა მისი განხილვა იმავე პირის მიერ, ვინც დაკავება განახორციელა, დღემდე არ მოხერხდა, რაც არღვევს კონვენციის 13-ე მუხლს.

173-ე მუხლით დაწყებული საქმის განხილვის დროს, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები უსაფუძვლო აღმოჩნდა. საჩივარში ვლინდება, რომ სასამართლო მტკიცებულებების ტვირთს არასწორად ნაწილობდა და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს დაეყრდნო, რაც არღვევს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.

30 აპრილს მზია ამაღლობელზე კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს 150-ე მუხლით, სტიკერის კედელზე გაკვრასთან დაკავშირებით. საჩივარში ხაზგასმულია, რომ მისი საქციელი არ წარმოადგენდა რაიმე ზიანის მიყენების ფაქტს, შესაბამისად, უფლებებში ჩარევა თვითნებური და პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული.

სტრასბურგის სასამართლოში უკვე მიმდინარეობს მზია ამაღლობელის პირველი საჩივრის განხილვა, რომელიც შეეხება პატიმრობის უკანონო გამოყენებას, ტელეფონის ექსპერტიზას და სხვა დარღვევებს.

Post navigation

Previous: საკონსტიტუციო სასამართლომ ხმაურიანი პროტესტის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა
Next: საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026
sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა gamonabolqvi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

ნოემბერი 18, 2026
ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 18, 2026
მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები tualeti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები

ნოემბერი 17, 2026
მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა gamonabolqvi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

ნოემბერი 18, 2026
ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 18, 2026
მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები tualeti_AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები

ნოემბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.