თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციების ფარგლებში, სხვადასხვა საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ჯამში 58 519 ცოცხალი ცხოველია ამოღებული.
სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, კი სარფის საბაჟოზე ცოცხალი ცხოველების ამოღების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ ოპერაციის შედეგად 450 ცხოველი იქნა აღმოჩენილი. ცოცხალი ცხოველები ასევე ამოიღეს თურქეთის სხვა საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე.
თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, საბაჟო ტერიტორიებსა და კონტროლის ზონებში ამოღებული ცხოველები ვეტერინარულ სასაზღვრო საკონტროლო პუნქტებში მოწმდება. შესაბამისი დასკვნის მომზადების შემდეგ ისინი სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებს გადაეცემა.

