„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში „გაგრასთან“ 2:2 ითამაშა.
მატჩი ბათუმელებისთვის პოზიტიურად დაიწყო: მე-12 წუთზე შეხვედრის ანგარიში მანდრიჩენკომ გახსნა, ხოლო 30-ე წუთზე წულიკიძის მიერ გატანილი პენალტით „თოლიების“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა.
შეხვედრის მეორე ტაიმი „დინამო ბათუმის“ დომინირებით დაიწყო, თუმცა მეორე ნახევრის მიწურულს „თოლიებმა“ ინიციატივა დაკარგეს, რაც „გაგრას“ ფეხბურთელებმა გამოიყენეს. „გაგრას“ პირველი გოლი 68-ე წუთზე ჭავჭანიძემ გაიტანა, ხოლო მატჩის გათანაბრება სილვას გოლით 85-ე წუთზე მოახერხეს.
„დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩს 16 აგვისტოს გამართავს. 21-ე ტურში „თოლიები“ „სამგურალს“ ესტუმრებიან.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

