Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე შეეძლებათ. გადაწყვეტილება მსგავსია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქმედი რეგულაციისა.

პაპუაშვილის განმარტებით, მოქალაქეების საარჩევნო უფლებები სრულად ინარჩუნებს ძალაში, თუმცა პროცედურა იცვლება:

„არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. ცვლილება ეხება მხოლოდ ხმის მიცემის პროცესს – როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ასე საპარლამენტო არჩევნებზეც, მოქალაქე ხმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში უნდა მისცეს.“

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს, რომელიც სახელმწიფოს ვალდებულებას აწესებს, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რათა ხმა იყოს გარე ჩარევისგან თავისუფალი. პაპუაშვილის შეფასებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულაციის და გარე ზემოქმედების რისკები.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რამდენად მოწყვლადი შეიძლება იყოს უცხოელი გავლენების მიმართ ამომრჩეველი. არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში უფრო მაღალია ინფორმაციის მანიპულირების შესაძლებლობა. ამის თავიდან აცილების მიზნით, ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე ზემოქმედებას და აძლევს მოქალაქეს უფრო ინფორმირებულ არჩევანს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ეს პრაქტიკა უკვე მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი და სომხეთი. მთავარი რისკის შემცირებისა და არჩევანის ინფორმირებულობის მიზნით, მოქალაქეებს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და არჩევნებში მონაწილეობა მოუწევთ.

Post navigation

Previous: მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გაგზავნა
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026
ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 28, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

ოქტომბერი 27, 2026
საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE 2
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026
ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.