Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

კომპანია „ფოლად იოლი“-ს 200-მდე თანამშრომელი გააფიცა

აჭარა თაიმსი მაისი 31, 2025
_AJARATIMES.GE

კომპანია „ფოლად იოლი“-ს საწარმოში დასაქმებულებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს. დაახლოებით 200-მა ადამიანმა მუშაობაზე უარი განაცხადა, რის მიზეზადაც ხელფასების ექვსთვიანი დაგვიანება და კომპანიის მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობა სახელდება.

გაფიცულთა თქმით, ისინი კომპანიას ხელფასების გადახდას არაერთხელ სთხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ — ანაზღაურების საკითხი გაურკვეველი ვადით იწევდა.

პროტესტის ნიშნად გაფიცულებმა გადაკეტეს ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური საავტომობილო გზა. საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგა, რაც ადგილზე გურიის გუბერნატორისა და სამხარეო პოლიციის სრული შემადგენლობა ჩავიდა.

აქციას ესწრებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელმაც გაფიცულებთან ერთად შეხვედრა გამართა კომპანიის წარმომადგენლებთან. ბაკურიძის განცხადებით, კომპანიამ დაპირება გასცა, რომ დასაქმებულებს ხელფასებს ან მომდევნო სამშაბათამდე, ან ბაირამის დასრულებისთანავე გადაუხდის.

მისი ინფორმაციით, საწარმოში დასაქმებული არიან საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომელთა შრომითი უფლებები სისტემურად ირღვევა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. კომპანიის მენეჯმენტი უგულებელყოფს როგორც საქართველოს შრომის კანონმდებლობას, ისე ადამიანურ დამოკიდებულებას საკუთარი თანამშრომლების მიმართ“, — განაცხადა ბაკურიძემ.

Post navigation

Previous: რომში ლავასოღლი დააკავეს – იტალიური მედია
Next: ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 10, 2026
soso jgenti,qobuletis meria, sakrebulo_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ

ლევან ურიდია ნოემბერი 10, 2026
vachroba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ლევან ურიდია ნოემბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2)
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 10, 2026
ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა

ნოემბერი 10, 2026
სახელმწიფო ქონების ნაწილი აღურიცხავია, ასეულობით მილიონი ლარის სესხი კი წლებია დაუფარავი რჩება – აუდიტი auditi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სახელმწიფო ქონების ნაწილი აღურიცხავია, ასეულობით მილიონი ლარის სესხი კი წლებია დაუფარავი რჩება – აუდიტი

ნოემბერი 10, 2026
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ soso jgenti,qobuletis meria, sakrebulo_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ

ნოემბერი 10, 2026
ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს qedis meria_AJARATIMES.GE
  • ქედა

ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს

ნოემბერი 9, 2026
ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდა gazi.bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდა

ნოემბერი 9, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2) 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 10, 2026
ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა

ნოემბერი 10, 2026
სახელმწიფო ქონების ნაწილი აღურიცხავია, ასეულობით მილიონი ლარის სესხი კი წლებია დაუფარავი რჩება – აუდიტი auditi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

სახელმწიფო ქონების ნაწილი აღურიცხავია, ასეულობით მილიონი ლარის სესხი კი წლებია დაუფარავი რჩება – აუდიტი

ნოემბერი 10, 2026
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ soso jgenti,qobuletis meria, sakrebulo_AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს – მოქალაქეებს გადაწყვეტილებების დასაბუთებას უმალავენ

ნოემბერი 10, 2026
ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს qedis meria_AJARATIMES.GE 5
  • ქედა

ჯიპი 105 000 ლარად – ქედის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს

ნოემბერი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.