Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ქობულეთი

მღვდლის მეუღლე ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად დაინიშნა

სულხან მესხიძე Posted on 2 თვის ago
irma megrelidze_AJARATIMES.GE

აიპ „ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ ახალი დირექტორი ჰყავს. გუშინ, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ დაწესებულების ხელმძღვანელად ირმა მეგრელიძე დაინიშნა. იგი მანამდე ქობულეთის კოლეჯ „ახალი ტალღა“-ს დირექტორის პოზიციას იკავებდა.

„აჭარა თაიმსის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ირმა მეგრელიძის დანიშვნის პროცესში იყვნენ ჩართული საპატრიარქო და ადგილობრივი ეპარქია. როგორც ცნობილია, ირმა მეგრელიძის მეუღლე სასულიერო პირია და ქობულეთის ერთ-ერთ ტაძარში მსახურობს.

ქობულეთის მერს რამდენიმე დღის წინ „აჭარა თაიმსმა“ პირდაპირ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის პოზიციაზე ირმა მეგრელიძის დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა ირაკლი ცეცხლაძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და კატეგორიულად უარყო. დღეს კი, მას შემდეგ რაც ჩვენს მიერ დასახელებული პირი ოფიციალურად წარადგინეს აღნიშნულ თანამდებობაზე, ქობულეთის მერიამ გადაწყვეტილება მეგრელიძის კვალიფიკაციითა და პროფესიული გამოცდილებით ახსნა.

ცნობისთვის, ახალი დირექტორის დანიშვნას წინ უძღოდა ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელის, ია ხალვაშის, თანამდებობიდან გათავისუფლება. მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ „აჭარა თაიმსი“ რამდენიმე დღის წინ წერდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა.

ია ხალვაშის საქმიანობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა. მოქალაქეების ნაწილი რეალური პროფილებიდან წერდა შესაძლო კორუფციულ პრაქტიკებზე, მათ შორის – ბაღებში დასაქმებისა და ბავშვების მიღების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნაზე. ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება თუ ცილისწამებას წარმოადგენს, ამ ეტაპზე დაუდგენელია.

ქობულეთის მერიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებზე საჯარო რეაგირება არ მოუხდენია. უწყებაში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ მსგავსი კომენტარების შეფასება მათი კომპეტენცია არ არის.

Post navigation

Previous: „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა – ია ხალვაში გაათავისუფლეს
Next: სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედი“ ხულოს მერიის დაფინანსებულ ინფორმაციებს სარედაქციო მასალად გაასაღებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

police_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

სულხან მესხიძე Posted on 6 დღის ago
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ხანძარია, ძლერი ქარის გამო ცეცხლის კერა სწრაფად ვრცელდება

admin Posted on 2 კვირის ago
davit verulidze_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დავით ვერულიძე თანამდებობას ტოვებს

admin Posted on 2 კვირის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხელვაჩაურში მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და იძულებით აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და იძულებით აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებს

Posted on 12 საათის ago
რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე

Posted on 19 საათის ago
ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა

Posted on 20 საათის ago
ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა xandzari_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

Posted on 22 საათის ago
ავარია ბათუმში, დაშავდა მძღოლი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა მძღოლი

Posted on 22 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago
ხელვაჩაურში მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და იძულებით აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებს _AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და იძულებით აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებს

Posted on 12 საათის ago
რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

რუსეთის მოქალაქე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს – ამოღებულია 11 ძირი მცენარე

Posted on 19 საათის ago
ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა

Posted on 20 საათის ago
ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა xandzari_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

Posted on 22 საათის ago
ავარია ბათუმში, დაშავდა მძღოლი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა მძღოლი

Posted on 22 საათის ago

სიახლეების კალენდარი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.