
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო–პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ხელვაჩაურში – 13:00–დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით დაბა ხელვაჩაურის, კახაბრის, მახვილაურის, შარაბიძეებისა და ზანაქიძეების დასახლებების ნაწილს. ასევე სოფელ ერგეს.
შუახევში – 10:00–დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ოლადაურს, მაწყვალთასა და კარაპეტს.
ხულოში – 10:00–დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: აგარას, გორგაძეებს, ღორჯომსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
®