Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

“ოცნება” პოლიტიკური ნიშნით დევნას აგრძელებს – “ლელო”

სულხან მესხიძე Posted on 2 წელი ago
lelo_ajaratimes.ge

“ქართული ოცნება” საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით დევნას აგრძელებს, ამბობენ პარტია “ლელოში” და ამის მაგალითად დავით დევაძეს ასახელებენ, რომელსაც ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. სასპორტო სკოლის მწვრთნელს გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად, როგორც თავად ამბობს, ფინანსური კრიზისი დაუსახელეს.

დავით დევაძეს მიაჩნია, რომ მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება, რადგან ის ოპოზიციურად განწყობილია, რასაც მუნიციპალიტეტში ვერ ეგუებოდნენ.

“ბავშვების აღზრდისა და სპორტის ამ სახეობის განვთარებისთვის ელემენტარული პირობებიც არ მქონდა. ხშირად გამოვხატავდი უკმაყოფილებას არსებული მდგომარეობის გამო. არ გვქონდა ბურთები, საპირფარეშოები, სასპორტო აღჭურვილობა და ა.შ. მიუხედავად ამისა, მაინც კარგ შედეგებს ვაჩვენებდით. ერთ-ერთი ტურნირის ორგანიზებაში “ლელო” დამეხმარა, მაჩუქეს შესაბამისი ფორმები, აღჭურვილობა და ბავშვებს დავურიგე, რაც არ მაპატიეს. ასევე, პარტიის ყრილობაზე ვიყავი რამდენჯერმე. ჩემი გათავისუფლება სწორედ პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირდება,” – განაცხადა ბრიფინგზე დავით დევაძემ.

პარტია “ლელოში” დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნის მორიგ ფაქტზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.

“ოცნება აგრძელებს ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დასჯას. ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა ადამიანს, რომელმაც მრავალი თაობა აღზარდა და ის არის სპორტის დამსახურებული მოღვაწე. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანი არის მისთვის მიუღებელი და მოიშორა. ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ სამართლებრივ რეაგირებას ამ ფაქტზე, სარჩელი უკვე მზადაა და მივმართავთ სასამართლოს,” – ამბობს გენო თებიძე, “ლელოს” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

“ლელოში” იმასაც ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარტიის მხარდამჭერებს საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. 2021 წლის მარტში ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან გაათავისუფლეს ზიმლარ ბერიძე, რომლის სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება.

Post navigation

Previous: სუსი: ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინებები განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან
Next: “ნაცნობების ბავშვები კარგ ბაღებში გადაანაწილეს, ჩვენ არჩევანის საშუალება არ დაგვიტოვეს” – მშობელი ქობულეთიდან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

admin Posted on 21 საათის ago
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი

admin Posted on 2 დღის ago
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

admin Posted on 3 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

Posted on 21 საათის ago
ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა xandzari_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

Posted on 1 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago
„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა kalatburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა

Posted on 2 დღის ago
ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი

Posted on 2 დღის ago
ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

Posted on 3 დღის ago
გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

Posted on 21 საათის ago
ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა xandzari_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

Posted on 1 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago
„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა kalatburti_AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა

Posted on 2 დღის ago
ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი

Posted on 2 დღის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.