Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

სუსი: ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინებები განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან

აჭარა თაიმსი იანვარი 22, 2024
molebi_ajaratimes.ge

ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინებები განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, მითითებულ იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ტელეფონის ნომერი, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მიმდინარე წლის 21 იანვარს, შემოსული იქნა შეტყობინებები ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ.

მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე. მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს.

ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები “გალერეა თბილისში” ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი,” – აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: სტამბული-ბათუმის რეისი გადაიდო – რა გახდა მიზეზი
Next: “ოცნება” პოლიტიკური ნიშნით დევნას აგრძელებს – “ლელო”

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„სკ ბათუმი“ „თელავთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ „თელავთან“ დამარცხდა

ნოემბერი 15, 2026
მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
„სკ ბათუმი“ „თელავთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ „თელავთან“ დამარცხდა

ნოემბერი 15, 2026
მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.