შსს ცნობით, აჭარის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი პირი – თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული დ.ქ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და მიმდინარე წლის სექტემბრიდან სამართალდამცველებისთვის მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ დ.ქ. ბათუმში დააკავა. იგი უკვე გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



