„ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
როგორც პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ მძიმე დანაშაულებს“. მათ შორის აღნიშნულია საბოტაჟი, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება, ასევე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.
პროკურორის თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უწყება საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.



