Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქცია რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ „იმედს“ და „პოსტივის“?

აჭარა თაიმსი თებერვალი 27, 2026
imedi_postivi_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს დამატებით განმარტებასა და დეტალურ ინფორმაციას იმ შედეგებზე, რომლებიც მოჰყვება დიდი ბრიტანეთის მიერ სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელეკომპანიების „იმედისა“ და „POSTV“-სთვის ფინანსური სანქციების დაწესებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ განმარტავს, რომ სანქციების ეფექტი მხოლოდ ბრიტანეთის იურისდიქციით არ შემოიფარგლება. დასავლური საფინანსო სისტემის ურთიერთდაკავშირებულობის გამო, ამ ტიპის სანქციებს პრაქტიკულად მთელი დასავლური ფინანსური სივრცე ითვალისწინებს. შესაბამისად, ქართული საბანკო სისტემა ვალდებულია დაემორჩილოს ამ შეზღუდვებს.

ორგანიზაციის განმარტებით, სანქციების შედეგად „იმედსა“ და „პოსტივის“ ქართულ ბანკებში ანგარიშები გაეყინებათ და მათთვის ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაცია შეიზღუდება. ეს მოიცავს რეკლამიდან შემოსავლის მიღებას, ხელფასების გაცემას, სესხებისა და სხვა ფინანსური სერვისების გამოყენებას.

ამასთან, TI მიუთითებს, რომ სანქცირებულ ტელეკომპანიებთან ფინანსური ან სხვა სახის თანამშრომლობა სერიოზულ რისკს უქმნის როგორც კერძო კომპანიებს, ისე სახელმწიფო უწყებებს. მსგავსი ქმედებები შესაძლოა შეფასდეს სანქციების გვერდის ავლის მცდელობად და გამოიწვიოს ე.წ. მეორადი სანქციების ამოქმედება.

ორგანიზაციის შეფასებით, სანქციები გავლენას იქონიებს ტელეკომპანიების თანამშრომლებზეც – მათ შესაძლოა გაუჭირდეთ საბანკო მომსახურების მიღება, სესხებზე წვდომა და საერთაშორისო საქმიანობაში მონაწილეობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება, ხოლო დამხმარე პირები და კომპანიები საერთაშორისო პასუხისმგებლობის რისკის წინაშე დადგებიან.

გიორგი კეპულაძე, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“  ხელმძღვანელი, სკეპტიკურად აფასებს სანქციების პირობებში საკუთარი ბანკის შექმნის შესაძლებლობას. მისი განმარტებით, საქართველოში ბანკის დაფუძნება მხოლოდ სურვილი ან თანხის არსებობა არ არის. პროცესი მკაცრად რეგულირდება და მოითხოვს მინიმუმ 50 მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალს, რომლის გამოყენებაც საოპერაციო მიზნებისთვის დაუშვებელია. ამასთან, ბანკის ინფრასტრუქტურის შექმნა დამატებით ათეულობით მილიონ ლარს საჭიროებს თანამედროვე საბანკო სისტემები, კიბერუსაფრთხოება, ტექნიკური ინფრასტრუქტურა და პროფესიონალი გუნდი.

საქართველოში ბანკის გახსნა ათეულობით მილიონს და მკაცრ რეგულაციებთან შესაბამისობას მოითხოვს – გიორგი კეპულაძე „იმედის“ ბანკზე

შეგახსენებთ, რომ სახელისუფლებო, პროპაგანტისტული ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, საკუთარი ბანკის შექმნას გეგმავს, მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სანქციების ჩამონათვალში მოექცა.

დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა

Post navigation

Previous: საქართველოში ბანკის გახსნა ათეულობით მილიონს და მკაცრ რეგულაციებთან შესაბამისობას მოითხოვს – გიორგი კეპულაძე „იმედის“ ბანკზე
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 5, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026
სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს

ნოემბერი 6, 2026
აჭარაში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნოემბერი 6, 2026
გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ vachroba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ნოემბერი 5, 2026
მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი? sasmeli wyali_AJARATIMES.GE
  • ხულო

მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი?

ნოემბერი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026
სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს _AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს

ნოემბერი 6, 2026
აჭარაში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს police_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

აჭარაში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნოემბერი 6, 2026
გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ vachroba_AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ნოემბერი 5, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.