Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-lelo-ads.jpg
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

რა სახეობის ხეებს რგავენ აჭარის მუნიციპალიტეტებში

სულხან მესხიძე 11/03/2024
xeebi_ajaratimes.ge

“აჭარა თაიმსი” დაინტერესდა აჭარის მუნიციპალიტეტებში გამწვანების კუთხით რა კეთდება. ხუთივე მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, თუმცა ხელვაჩაურისა და შუახევის მერიებმა, ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად წერილზე არ გვიპასუხეს.

2023 წელს ქობულეთში საერთო ჯამში, 446 ხე დაირგო, საიდანად 136 უწყებამ ტენდერის საშუალებით იყიდა, რაშიც 93 396 ₾არი დაიხარჯა. უწყებაში არ დაგვიკონკრეტეს ის ადგილები, სადაც ხეები დარგეს.

“მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაირგო 100 ფოტინია, 36 იუნიპერის ფტიზერიანა გლაუკა,” – წერია ქობულეთის მერიისგან მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: ქობულეთის სანაპიროზე ყოველწლიურად, ათეულობით უნიკალურ ფიჭვს ჭრიან. ქარსაცავი ზოლი მასობრივად ბოლოს, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიჩეხა. დამატებითი ინფორმაცია ამ თემაზე ნახეთ ბმულზე.

ქედის მერიიდან მოგვწერეს, რომ მუნიციპალიტეტში გამწვანების სამსახური არაა, დაბის ტერიტორიაზე კი ხეებს სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში რგავენ.

“2023 წელს კულტურული ღონისძიებების ქვეპროგრამის ფარგლებში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა 10 ძირი ტუიას ხე შპს ,,ზენდიდი 2015“-ისგან 501 ლარში შეიძინა და დაბა ქედაში, ყედირ შერვაშიძის სახელობის პარკში დარგო,” – განუცხადეს AJARATIMES.GE-ის ქედის მერიაში.

ქედის მერიაში ასევე, განმარტეს, რომ გასულ წელს შპს ,,ქედის კომუნალურსერვისმა“ 25 მარაოსებრი პალმის ხე შეიძინა, რაშიც 2000 ₾არი გადაიხადეს, ხეები კი დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს.

ქედის მსგავსად, გამწვანების სამსახური არც ხულოს მერიაშია. მუნიციპალიტეტში, დაბის ტერიტორიაზე გასულ წელს ხეები არ დაურგავთ.

უწყებაში ჩვენი წერილის საპასუხოდ განმარტეს, რომ 2023 წელს, მათ აჭარის სატყეო სააგენტოსგან უსასყიდლოთ გადაეცა 150 ფიჭვის, ამდენივე კედარის და 30 არყის ნერგი. მერიამ კი ნაჩუქარი ხეები კურორტ ბეშუმის ტერიტორიაზე დარგო.

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: საქართველოში ონლაინუნივერსიტეტი ამოქმედდება – განათლების მინისტრი
Next: ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი ბევრი გამოწვევის მიუხედავად, წელს დასრულდება – მინისტრი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

admin 27/09/2025
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში პოლიციის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

admin 24/09/2025
shuqi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ნახეთ სად გაითიშება ელექტროენერგია

admin 12/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება

28/09/2025
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26/09/2025
ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება

28/09/2025
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE 4
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.