Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რა ქონება აქვს სულხან თამაზაშვილს, რომელსაც აჭარის მთავრობის არალეგიტიმურ თავმჯდომარედ დანიშვნას უპირებენ

admin 04/04/2025
sulxan tamazashvili_AJARATIMES.GE

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, აჭარის ახალი, არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი გახდეს. აღნიშნულ ცნობებებს “აჭარა თაიმსის” რამდენიმე წყაროც ადასტურებს.

სულხან თამაზაშვილი წარმოშობით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების მკვიდრია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სულხან თამაზაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 2017 წელს მან მემკვიდრეობის სახით მიიღო სახლი სოფელ ქვედა სამებაში, რომლის 50%-იანი წილის მფლობელია.

2011 წელს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, სულხან თამაზაშვილმა ბინა შეიძინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია. ბინის ღირებულება, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 50 000 ლარია.

2019 წელს, სულხან თამაზაშვილმა მემკვიდრეობის სახით მიიღო მიწის ნაკვეთი, რომლის 50%-იანი წილის მფლობელია. ამავე დეკლარაციის თანახმად, მეუღლის, თამარ ნარიმანიძის სახელზე ფიქსირდება აგარაკი წავკისში, რომელიც მას 2016 წელს მემკვიდრეობით გადასცეს.


ინფორმაციისთვის: აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ გადადგომის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ასევე, მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ რჩება პარტიის ერთგულ წევრად.

“მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს. მინდა მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის. მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს. განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის. ვრჩები ,,ქართული ოცნების”ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ,” – წერს სოციალურ ქსელში თორნიკე რიჟვაძე.

რა კაპიტალი ჰქონდა თანამდებობამდე თორნიკე რიჟვაძეს და რა აქვს ახლა

ცნობისთვის: აჭარის უმაღლესი საბჭოს თვითგამოცდადებულმა თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობის თავმჯდომარის დასამტკიცებლად, “ქართული ოცნების” პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საბჭოსთან კონსულტაციებს გამართავს.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა,” – განაცხადა დავით გაბაიძემ აჭარის მაუწყებელთან.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა
Next: გრიგოლ ბესელიამ დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

admin 12/11/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მეზობლებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა

admin 11/11/2025
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თელავივიდან ბათუმში მომავალი რეისი აეროპორტში დაფრენას ვერ ახერხებს – თვითმფრინავი ქალაქის თავზე მანევრირებს

admin 10/11/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

12/11/2025
ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

12/11/2025
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს

12/11/2025
გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო giorgi gaxaria_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

12/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

11/11/2025
ბათუმში მეზობლებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მეზობლებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა

11/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

12/11/2025
ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

12/11/2025
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს

12/11/2025
გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო giorgi gaxaria_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

12/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

11/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.