საქართველოს რაგბის დიდი 10-ის ჩემპიონატი ერთთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ჩემპიონატის მე-13 ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „რკ ბათუმი“ „ლელო თბილისს“ დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა – „ბათუმი“ თბილისელებთან ანგარიშით 19:12 დამარცხდა.
ბათუმის მხრიდან ლელოები გიორგი შეკილაძემ და რომან მახარაძემ გაიტანეს.
„რაგბის კლუბი ბათუმი“ დიდი 10-ის მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს გამართავს. მე-14 ტურში „ბათუმი“ „ხვამლი თბილისს“ უმასპინძლებს.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



