ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობებზე მოსული უხვი ნალექის შედეგად სიმღვრივის მომატებამ წყალმომარაგების შეზღუდვა გამოიწვია.
როგორც კომპანია „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, წყალი დროებით შეწყდა ბენზეს, ბარცხანას, ორთაბათუმის, გოროდოკის, წინსვლის, ფაღავას, ადლიის, ჰელიმიშის, ფრიდონ ხალვაშის, მაქაცარიას, აეროპორტის, აღმაშენებლის, ლეონიძის, ტაბიძის, ზღვისპირა ზოლისა და კაჩინსკების ქუჩის აბონენტებისთვის.
ამასთან, შეზღუდვა შეეხო პუშკინის ქ. 57–93-ის ჩათვლით, ბესიკის, სევასტოპოლის, მ. კომახიძის, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და II შესახვევს, მელიქიშვილის ჩიხსა და II შესახვევს, ლადო ასათიანის ქუჩასა და ჩიხს, ჭავჭავაძის ქ. 49–99-ის მონაკვეთს, ორბელიანის, ბაგრატიონის ქ. 58–140-ისა და გიორგი ბრწყინვალის ქ. 27–101-ისა და 40–84-ის მონაკვეთებს. ასევე, შეზღუდვა შეეხო მ. ვარშანიძის ქ. 84–144-ს, ბაგრატიონის ჩიხს, 26 მაისის ქ. 49–122-ს, ლუკა ასათიანის ქუჩასა და მე-2 შესახვევს, ჩაიკოვსკის, ჯავახიშვილის, ურეხის შესახვევს, აჭარისწყლის, ლერმონტოვის ქ. 90–141-ს, ვაჟა-ფშაველას ქ. 51–151-ს, გურამიშვილის ქ. 48–80-ს, ს. ხიმშიაშვილის ქ. 22–136-ს, გენ. ა. აბაშიძის ქ. 22–181-ს, მელიქიშვილის ქ. 30–125-ს, ლ. გელაძისა და თ. გორგილაძის ქუჩებს.
კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება 23:00 საათისთვის სრულად აღდგება.



