სასაზღვრო სექტორ “კირნათის” დასაცავ მონაკვეთზე, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



