საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევის ორი ფაქტი აღკვეთეს.
უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ეჭვის საფუძველზე გატარებული საბაჟო კონტროლის – მათ შორის, როგორც პირადი დათვალიერების, ასევე ბარგის შემოწმების შედეგად – გამოვლინდა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საერთო წონაა 101,25 გრამი, ასევე – ოქროს ფირფიტები, საერთო წონით 293,49 გრამი.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 97 499,12 ლარი შეადგინა.
შესაბამისად, შემთხვევის დეტალები სამართლებრივი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.



