ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტი გამოავლინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ მსუბუქი ავტომობილით საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს ტერიტორიაზე 179 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს სამკაული შემოიტანა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის ღირებულება 56 ათას ლარს აღემატება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



