Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

სასამართლომ პირის უკანონოდ დაკავების გამო აჭარის მთავარ სამმართველოს ზიანის ანაზღაურება დაავალა – საია

აჭარა თაიმსი დეკემბერი 21, 2023
policia_ajaratimes.ge

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 დეკემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს, პირის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამო, მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, ინფორმაციას ამის შესახებ “საია” ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსარჩელის განმარტებით, მას როგორც მუსლიმი თემის წარმომადგენელსა და პოლიტიკურად აქტიურ პირს, სისტემატურად უსმენს და უთვალთვალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად, მან 2021 წლის 12 ნოემბერს გადაწყვიტა აქცია გაემართა უსაფრთხოების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც იგი პოლიციამ დააკავა შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

მოსარჩელე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ჯერ 24 საათით, ხოლო შემდეგ პოლიციამ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დაკავების ვადა დამატებით 24 საათით გაახანგრძლივა.

“ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. მას სახდელის სახედ და ზომად შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღით. მხარის მიერ აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. ამდენად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოსარჩელემ სარჩელით მიმართა და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსამართლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა,” – წერია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: 2024 წლიდან, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა იწყება – მინისტრი
Next: დაპირისპირება საბავშვო ბაღის თანამშრომლებსა და გამგეს შორის – საქმეში გაერთიანების დირექტორიც ფიგურირებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 28, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში ქალი დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ქალი დაჭრეს

ივლისი 29, 2026
დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა 757954866_1514484037392498_1169193510282557495_n
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

ივლისი 28, 2026
ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა

ივლისი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 28, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ქობულეთში ქალი დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში ქალი დაჭრეს

ივლისი 29, 2026
დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა 757954866_1514484037392498_1169193510282557495_n 2
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

ივლისი 28, 2026
ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა

ივლისი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 28, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.