Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

დაპირისპირება საბავშვო ბაღის თანამშრომლებსა და გამგეს შორის – საქმეში გაერთიანების დირექტორიც ფიგურირებს

აჭარა თაიმსი დეკემბერი 21, 2023
bagi_ajaratimes.ge

როგორც „აჭარა თაიმსს“ რამდენიმე წყარომ აცნობა, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს თანამდებობის დატოვება შესაძლოა, ბათუმის N7 ბაღში განვითარებულის მოვლენების გამო მოუხდეს. თავის მხრივ, თანამდებობის დატოვების წინაშე დგას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამგე სოფიო ჩიჩუაც.

საქმე ეხება 2023 წლის ივლისში, სააღმზრდელო დაწესებულებაში დარეგისტრირებულ ერთ-ერთ მოზარდს, რომლის ჩარიცხვაც, ადგილების შევსების გამო, ვერ ხერხდებოდა. ბაღის ადმინისტრაციასთან კონტაქტის დროს, ბავშვის მშობელს, ეუბნებოდნენ, რომ შვილს სექტემბერში მიიღებდნენ, მაგრამ ნაკადის გამო, შესაძლებელია, ჩარიცხვა ისევ ვერ მოხერხებულიყო. ამიტომაც, მშბობელმა მეზობელს, რომელიც ბაღის ერთ-ერთი ამღზრდელია, სთხოვა, რომ გამგესთან ეშუამდგომლა.

2023 წლის ოქტომბრში მშობელს დაუკავშირდა ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუა და უთხრა, რომ მოზარდის ჩარიცხვის საკითხზე სურდა მასთან გასაუბრება. მშობელი ჩიჩუამ დაიბარა, შეხვედრა სამუშაო კაბინეტში შედგა. პირისპირი შეხვედრისთანავე, სოფიო ჩიჩუამ მშობელს, თ.ღ-ს უთხრა, რომ „იცოდა ყველაფერი, დაწყებული ჰქონდა გამოძიება, საქმეს მიიყვანდა ბოლომდე და ამ პროცესში დაეხმარებოდა მისი ქმარი, რომელიც მუშაობს პოლიციაში“.

მშობლისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, თუ რა გამოძიებაზე საუბრობდა გამგე და რომელი საქმის ბოლომდე მიყვანაზე მიანიშნებდა. პასუხად მშობელმა მიიღო, რომ თითქოსდა არსებობდა ჩანაწერი, სადაც ბავშვის ჩარიცხვის საკითხზე ამღზრდელისთვის გადახდილი იქნა 100 აშშ დოლარი. თ.ღ-მ სოფიო ჩიჩუას უთხრა, რომ ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და მეზობელ ამღზდელს მხოლოდ სთხოვა დირექტორთან კონტაქტი საკითხზე ყურადღების მიქცევის მიზნით.

 წყაროს თქმით, სოფიო ჩიჩუამ თ.ღ-ს უთხრა, რომ თუ სურდა შვილი ნამდვილად ჩარიცხულიყო ბაღში, უნდა ეთქვა, რომ ამღზდელისთვის გადახდილი ჰქონდა 100 აშშ დოლარი. წყაროს მტკიცებით, გამგე მშობლის მიმართ სვამდა შეკითხვებს: „ხომ იყო ასეთი ფაქტი?“, „ხომ გადმოგცა თანხა?“, რა დროსაც მშობელს დაეწყო სულიერი აღელვება, დაკარგა საკუთარი თავის კონტროლი და მისი პასუხებით გამოვიდა ისე, რომ ეთანხმემბოდა თანხის გადაცემის საკითხს.

აღმოჩნდა, რომ სოფიო ჩიჩუა მშობელთან შეხვედრას ფარულად იწერდა, ჩანაწერი კი გადაუგზავნა ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორს დავით დიასამიძეს.

ირკვევა, რომ საკითხს არავითარი მსვლელობა არ მისცემია, მათ შორის არ გამოკვლეულა მომხდარი და არ გამოკითხულა მხარეები. გაერთიანების დირექტორმა დავით დიასამიძემ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და 34 წლის სტაჟის მქონე ამღზრდელი სხვა ბაღში გადაიყვანა.

ამავე ბაგა-ბაღში ამღზრდელის შვილიც მუშაობდა, რომელიც 14 წელია, ასევე ამღზრდელია. წყაროს თქმით, გამგისა და გაერთიანების გადაწყვეტილებით, ისიც სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს სამუშაოდ.

წყარო აცხადებს, რომ ბათუმის N7 ბაგა-ბაღის დირექტორ სოფიო ჩიჩუას განზრახვა წინასაწრ დაგეგმილ ქმედებას წარმოადგენდა და  გამგემ ამღზრდელის და მისი ოჯახის წევრის მიმართ შური იძია.

საქმე შეეხება წარსულში, სოფიო ჩიჩუასა და ამღზრდელს შორის სოფიო ჩიჩუას მხრიდან ინიცირებულ კონფლიქტურ სიტუაციას. დაძაბულობა შეეხება პერიოდს, როდესაც ბათუმის N7 ბაგა-ბაღის გამგის მოვალეობას ასრულებდა სხვა პირი, რომელთანაც, დასახელებულ ამღზრდელს, ასევე, გააჩნდა კარგი დამოკიდებულება.

სოფიო ჩიჩუა ფიქრობდა, რომ კონკრეტულად ამ ამღზრდელს არ სურდა მისი კანდიდატურის დაწინაურება ბათუმის N7 ბაგა-ბაღის გამგის პოზიციაზე და თითქოსდა კოლექტივი მხარს უჭერდა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. მას შემდეგ, რაც ჩიჩუა დაინიშნა ბაღის დირექტორად, წარსულში არსებული წყენა გამოიყენა ამღზრდელის ოჯახის წინააღმდეგ, რათა ის და თავისი შვილი მოეშორებინა „საკუთარი ტერიტორიული სივრციდან“.

„აჭარა თაიმსი“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს, ამღზრდელების ადვოკატს, არჩილ კაიკაციშვილს დაუკავშირდა და ბათუმის ბაღების გაერთიანებაში მიმდინარე საკითხებზე განმარტება სთხოვა.

– ჩვენ უკვე მივმართეთ ბათუმის მერიას, პროკურატურას და საქართველოს სახალხო დამცველს, რათა დადგინდეს ორი ამღზრდელის საქმეზე, ერთის მხრივ დისკრიმინაციული მოპყრობა, მეორეს მხრივ კი – ჩატარდეს სრულფასოვანი კვლევა და გამოძიება.

თქვენ გქონდათ თუ არა პირდაპირი კომუნიკაცია ბათუმის ბაღების გაერთიანებასთან და რა ინფორმაცია გაქვთ, ამჟამად თუ მიმდინარეობს საქმის შესწავლა?

– მე შევხდი დავით დიასამიძეს დაზარალებულ ამღზრდელან ერთად. დიასამიძეს შეხვედრაზე გადავეცი მშობლის აღიარებითი ვიდეო-მასალა, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს თანხის გადაცემის ან შეთავაზების ფაქტს. მას ასევე, მივაწოდე სრული ინფორმაცია, თუ რატომ შეიცავდა ღია კანონდარღვევას, როგორც მისი, ასევე ბაგა-ბაღის გამგის მოქმედებები. ეს არ იყო სახარბიელო საუბარი, თუმცა დავით დიასამიძემ აღიარა, რომ ამღზრდელების გადაყვანა განხორციელებული იქნა სათანადო შესწავლისა და კანონიერი რეაგირების გარეშე და ამოსავალს წარმოადგენდა – უსიამოვნების განმუხტვა. როცა ვკითხე, თუ რა უსიამოვნებას გულისხმობდა, განმარტება არ გააკეთა. შემდეგ დღეებში, ჩვენ არაერთი წერილით მივმართეთ გაერთიანებას, თუმცა გამოხმაურებისა და აღმზრდელების N7 ბაღში დაბრუნების  ნაცვლად, დავით დიასამიძემ კომფრონტაციის გზა აირჩია. 14 დეკემბერს, მან მასთან დაახლოებული პირი გამოგვიგზავნა და შემოგვითვალა, რომ თავი დაგვენებებია ამ საქმისთვის. დავით დიასამიძე დაგვემუქრა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს სხვა საშუალებებით „გაუშვებდა ციხეში“. კერძოდ, გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც დაწერდნენ, რომ ამღზრდელები აღსაზრდელებს სცემდნენ და დაიწყებოდა შესაბამისი მოქმედებები.

„აჭარა თაიმსი“ კომენტარისთვის ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის შესწავლა, შესაბამისად საკითხზე კომენტარს ჯერ ვერ გააკეთებენ. 

Post navigation

Previous: სასამართლომ პირის უკანონოდ დაკავების გამო აჭარის მთავარ სამმართველოს ზიანის ანაზღაურება დაავალა – საია
Next: მანქანა განათების ბოძს შეეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 28, 2026
batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 25, 2026
gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026
ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 28, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

ოქტომბერი 27, 2026
საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE 2
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026
ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.