„საკალათბურთო კლუბი ბათუმი“ სუპერლიგის მე-11 ტურში „რაშს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა 99:83 მოიგო.
„ბათუმმა“ მატჩი სუსტად დაიწყო — პირველი მეოთხედი 18:25 დათმო, ხოლო მეორე მეოთხედი ფრედ, 27:27 დასრულდა. შეხვედრის ბედი მესამე და მეოთხე მეოთხედებში გადაწყდა, რომლებიც შესაბამისად 25:17 და 29:24 ანგარიშით დასრულდა.
„რაშთან“ გამარჯვებით, „სკ ბათუმმა“ მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „ბათუმის“ ლეგიონერი მაირინ ტომასი დასახელდა. მის ანგარიშზეა 38 ქულა, 8 პასი და 17 მოხსნა, ასევე ეფექტურობის 55 ქულა.
„რაშის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ანდრე უერი იყო — მან შეხვედრის განმავლობაში 21 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. „რაშის“ რიგებში ყველაზე ეფექტური მოთამაშე კი ლუკა ზაქარია გახდა, ეფექტურობის 21 ქულით.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



