Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შვიდ კორუფციულ საქმეზე 21 პირი დააკავა

admin Posted on 1 დღის ago
dakaveba_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს სულ 21 პირი.

სისხლის სამართლის საქმეების უმეტესობა უკავშირდება სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების ხელშეწყობას, მათ შორის – სამედიცინო დასკვნების გაყალბებას, ასევე თაღლითობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

პირველი საქმე:

თბილისში, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე დაკავებულია ჯანდაცვის სამინისტროს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმი-ფსიქიატრი და ამავე ცენტრის უსაფრთხოების თანამშრომელი. გამოძიების მიხედვით, ექიმმა ქრთამის სანაცვლოდ წვევამდელს ყალბი დიაგნოზი და სამედიცინო ცნობა დაუდგინა, რის საფუძველზეც მას სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეეძლო.

მეორე საქმე:

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, ერთს კი ბრალდება წარედგინა. ბრალდებულებმა მოქალაქეს, თითქოსდა სამხედრო-სამედიცინო კომისიის წევრის დახმარებით, გაწვევის გადავადებას დაჰპირდნენ და 10 000 ლარი მოსთხოვეს, საიდანაც 5 000 ლარი წინასწარ აიღეს. რეალურად დახმარება არ გაუწევიათ და თანხა თაღლითურად მიითვისეს.

მესამე საქმე:

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ ქარელის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილ უფროსს და შპს „ბერმუხის“ მმართველს. გამოძიებით დადგინდა, რომ ყალბი სამედიცინო დასკვნების საფუძველზე ექვსი წვევამდელი ალტერნატიულ შრომით სამსახურში უკანონოდ აიყვანეს, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც რეალურად ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდნენ.

მეოთხე საქმე:

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე პასუხისგებაში მიცემულია შპს „კროლ მედიქალ ქორფორეიშენის“ და შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ოთხი ექიმი. გამოძიების ინფორმაციით, მათ 315 მოქალაქეს დაუმზადეს ჯანმრთელობის ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც მოქალაქეებს უკანონოდ მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი და დაენიშნათ სახელმწიფო პენსია. ამ ეტაპზე გამოკითხულია 107 მოქალაქე.

მეხუთე საქმე:

დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ შპს „ელმარის“ წარმომადგენელს, შპს „თეგიკა უნივერსალის“ დირექტორს და შპს „ექსპერტ სერვისის“ ექსპერტს. საქმე ეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მერიის კუთვნილი 19 090 ლარის თაღლითურად მითვისებას.

მეექვსე საქმე:

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდება წარედგინათ შპს „ევრო გზის“ დირექტორსა და ბუღალტერს, შპს „ბილტმორის“ დირექტორს და ინსპექტირების ორგანოს — შპს „ექსპერტ ჰაუსის“ ყოფილ ზედამხედველს. ექსპერტიზის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებსა და დოკუმენტაციაში დაფიქსირდა 38 158 ლარის სხვაობა.

მეშვიდე საქმე:

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ გურჯაანის მერიის თანამშრომელს, მერის წარმომადგენელს და ორ მოქალაქეს. საქმე ეხება 3 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის უკანონო რეგისტრაციას, რის შედეგადაც სახელმწიფოს 70 200 ლარის ზიანი მიადგა.

სუს-ის ინფორმაციით, ყველა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლებიც 3-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.

Post navigation

Previous: გრანტი როგორც დანაშაული – „ქართული ოცნება“ უცხოურ დაფინანსებასა და ლობიზმს 6 წლამდე პატიმრობით სჯის
Next: ბათუმის მერიამ უსახლკარო მოქალაქეების განცხადებები არ მიიღო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 2 საათის ago
shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 1 დღის ago
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 2 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 საათის ago
„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა kalatburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა

Posted on 6 საათის ago
ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი

Posted on 21 საათის ago
ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

Posted on 22 საათის ago
ვინ მიიღებს ბინას ბათუმში – რას ითვალისწინებს უსახლკარო პირთა და ოჯახთა რეგისტრაციის ახალი კრიტერიუმები usaxlkaroebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ვინ მიიღებს ბინას ბათუმში – რას ითვალისწინებს უსახლკარო პირთა და ოჯახთა რეგისტრაციის ახალი კრიტერიუმები

Posted on 1 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 1 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 საათის ago
„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა kalatburti_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა

Posted on 6 საათის ago
ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი

Posted on 21 საათის ago
ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

Posted on 22 საათის ago
ვინ მიიღებს ბინას ბათუმში – რას ითვალისწინებს უსახლკარო პირთა და ოჯახთა რეგისტრაციის ახალი კრიტერიუმები usaxlkaroebi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ვინ მიიღებს ბინას ბათუმში – რას ითვალისწინებს უსახლკარო პირთა და ოჯახთა რეგისტრაციის ახალი კრიტერიუმები

Posted on 1 დღის ago

სიახლეების კალენდარი

იანვარი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« დეკ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.