
ქობულეთში, დავით აღმაშენებლის ცენტრალურ გამზირზე, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა „ქობულეთის სამედიცინო ცენტრში“ გადაიყვანა.
კლინიკის ემერჯენსის ექიმის განცხადებით, მათ აღენიშნებათ თავის ღია ჭრილობა და გულმკერდის ტრავმა. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება და დამატებითი კვლევები უტარდებათ.
ტერიტორია დამცავი ლენტითაა შემოსაზღვრული, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ცალმხრივად ხორციელდება.