Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

სულხან მესხიძე 07/11/2025
_AJARATIMES.GE

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის 13 ნომერში მცხოვრები მოქალაქე ინგა კოვზირიძე აცხადებს, რომ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარამ“ იგი უსაფუძვლოდ დააჯარიმა. საუბარია გაზის მრიცხველის დაზიანების ფაქტზე, რომელიც მის სადარბაზოში ღია კაბინაშია დამონტაჟებული.

კოვზირიძის თქმით, მრიცხველები შენობის სადარბაზოში ღია მდგომარეობაშია და ყველას აქვს წვდომა, რის გამოც ვერ ხსნის, ვის შეიძლება დაეზიანებინა მოწყობილობა.

„ჩვენს სადარბაზოში მრიცხველები ღიად დგას. არ ვიცით, ვის შეეძლო შეხება და დაზიანება. ინკასატორმა ერთ-ერთ შემოწმებაზე თქვა, რომ თითქოს მრიცხველზე საეჭვო ნიშნები იყო და ექსპერტიზა დაინიშნა. ექსპერტიზამ დაადგინა დაზიანება, რაც ბუნებრივი აირის უკანონო მიტაცების ეჭვს იწვევს, რის საფუძველზეც 1600 ლარით დაგვაჯარიმეს. ამას არაკანონიერად და უსაფუძვლოდ მივიჩნევთ,“ – უთხრა „აჭარა თაიმსს“ ინგა კოვზირიძემ.

მისივე თქმით, ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა დაზიანების შესახებ და გადასახადებს რეგულარულად იხდიდნენ:

„მრიცხველი მუშაობს, ჩვენ არ შეგვიმჩნევია რამე პრობლემა. ექსპერტიზამ კი დაასკვნა, თითქოს გაზის მოპარვის მცდელობა ყოფილა. არავინ ამბობს, ვინ დააზიანა, რით მოხდა ეს. წლებია, ჩვენს სადარბაზოში კაბინა ღიაა და ნებისმიერ გამვლელს შეუძლია მიადგეს მრიცხველს. ამ პირობებში მოქალაქე დაცული არ არის, მაგრამ პასუხისმგებელი მაინც აბონენტი გამოდის,“ — აცხადებს კოვზირიძე.

დაჯარიმებულმა მოქალაქემ მარეგულირებელ კომისიაში გაასაჩივრა კომპანიის გადაწყვეტილება და მომხდარის სრულყოფილი გამოკვლევა მოითხოვა. აბონენტი არ გამორიცხავს სასამართლოს გზითაც დაიცვას თავი და მოითხოვოს ჯარიმის გაუქმება.

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორმა, ვახტანგ ბერიშვილმა „აჭარა თაიმსთან“ კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ კომპანია მომხმარებლის სარჩელის განხილვასა და მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას დაელოდება, რის შემდეგაც გადატარდება შესაბამისი ზომები.

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს
Next: პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

admin 07/11/2025
levan lazariashvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ დირექტორი თანამდებობას ტოვებს

admin 06/11/2025
archil kontselidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორი არჩილ კონცელიძე ახალ თანამდებობაზე ინიშნება

admin 06/11/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი prokuratura_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

07/11/2025
ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

07/11/2025
ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

07/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

06/11/2025
ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ დირექტორი თანამდებობას ტოვებს levan lazariashvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ დირექტორი თანამდებობას ტოვებს

06/11/2025
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი 1920x1080 1
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

07/11/2025
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი prokuratura_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ საქმეზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა – დაკავებულია 34 ადამიანი

07/11/2025
ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ღია კაბინაში დამონტაჟებული მრიცხველი, საეჭვო დაზიანება და 1600 ₾არიანი ჯარიმა – აბონენტმა კომპანიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

07/11/2025
ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში არასრულწლოვანი გააუპატიურეს -შსს

07/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს eleqtroenergia_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

06/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.