Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-lelo-ads.jpg
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • მოსაზრება

„ჩვენი კეთილდღეობისთვის ჰესების აქტიური მშენებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ – ნოდარ სირბილაძე

admin 19/03/2024
nodar sirbiladze_ajaratimes.ge

ელექტროენერგიის სექტორი სახელმწიფოს განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს ის პროდუქტია, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად, უწყვეტად ვიყენებთ და  შესაბამისად მისი ფასის ცვლილებაც ჩვენს ყოფაზე მკვეთრად აისახება. ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდას, ენერგოუსაფრთხოების ზრდა მოჰყვება და პარალელურად, ელექტროენერგიაზე სტაბილურ ფასს ვინარჩუნებთ.

ელექტროენერგიაზე სტაბილური ფასის შენარჩუნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის მიზეზი კი ბუნებრივია ისაა, რომ  ნებისმიერი პროდუქტისა თუ საქონლის წარმოებისთვის ელ. ენერგიაა საჭირო. მისი სტაბილური ფასი სხვადასხვა პროდუქტის სტაბილური ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში მოსახლეობის ჯიბეში არსებული ფულის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ამასთან, როცა ქვეყანაში ენერგიის გენერაცია იზრდება და შიდა მოთხოვნაც ელ.ენერგიაზე დაკმაყოფილებულია, ქვეყანას ეძლევა საშუალება ჭარბი ელ.ენერგია ექსპორტის სახით მეზობელ ქვეყნებში გაიტანოს და ქვეყნისთვის „ზედმეტი“ პროდუქციის გაყიდვით ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი მიიღოს. ელ.ენერგიის ექსპორტს აქვს პოტენციალი საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად იმოქმედოს.

მიუხედავად არსებული მასშტაბური და საკმაოდ უნიკალური შესაძლებლობისა, ვაწარმოოთ დიდი რაოდენობით განახლებადი, მწვანე ენერგია, უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ნეგატიური და ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო დამოკიდებულებები წარმოიშვა, რამაც ქვეყნის ენერგო პოტენციალის ათვისების ტემპი საგრძნობლად შეანელა.

დღესდღეობით საქართველო თავისი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 22%-ს იყენებს, რაც, რა საკვირველია, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. განსაკუთრებით საფრთხილოსა და მყიფეს ამ მდგომარეობას ის ხდის, რომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდება. ეკონომიკის ზრდა ქვეყანაში წარმოების ზრდას ნიშნავს, წარმოების ზრდა კი ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატების პარალელურია.

სემეკის ინფორმაციით, საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 4%-ით იზრდება, ნაერთი წლიური ზრდის ტემპი(CAGR) კი Galt&Taggart-ის მონაცემებით 4.9%-ია. უფრო მკაფიოდ რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს წლიურად 100 მგვტ სიმძლავრის მატება სჭირდება, რომ გაზრდილი მოთხოვნა შიდა რესურსით დააკმაყოფილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოიქმნება დეფიციტი, რომლის აღმოფხვრაც ისევ იმპორტირებული ენერგიით მოხდება.

მხოლოდ მდინარის მოდინებაზე მომუშავე ჰესების ჰიდროპოტენციალის ათვისების შემთხვევაში, არსებული ექსპორტის ტარიფის გათვალისწინებით (ტარიფი პრაქტიკულად ყოველწლიურად იზრდება) საქართველოს ელ.ენერგიის ექსპორტით წლიურად დაახლოებით 8.3 მლრდ ლარის გამომუშავება შეუძლია, საიდანაც 1.6 მლრდ პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში წავა.

ელექტროენერგიის პოტენციალზე დისკუსიისას ხშირად ჩნდება მოსაზრება, რომ წარმოების ზრდა შესაძლებელია ქარისა და მზის ენერგიის საშუალებითაც დაკმაყოფილდეს. რა საკვირველია, ეს ასეცაა, თუმცა მხოლოდ ამ ტიპის ენერგიებით შეუძლებელია ყოველწლიურად გაზრდილი შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება. ყველაზე დიდი გამოწვევა ამ შემთხვევაში ისაა, რომ მზის და ქარის სადგურებს არასტაბილური გამომუშავება აქვთ. მათ მხოლოდ მაშინ შეუძლიათ გამოიმუშაონ ელ.ენერგია, როცა მზის რადიაციაა ან ქარი შესაბამისი სიჩქარით უბერავს. ამის გამო, მათ სჭირდებათ ელ.გადამცემ ქსელში ინტეგრირება. მათ არასტაბილურ გამომუშავებას აბალანსებს მაბალანსებელი სადგური, ანუ ისეთი სადგური, რომელსაც მყისიერ რეჟიმში, მოთხოვნის გაჩენისთანავე შეუძლია ელ.ენერგიის გამომუშავება. ასეთი კი ატომური სადგური თბური სადგური და წყალსაცავიანი ჰესია.

ამჟამად ქვეყნის მომარაგების 68%-ზე მეტი სწორედ ჰესებიდან მოდის, თუმცა 2014 წელს ეს მაჩვენებელი 74%-ს უდრიდა.  ჰესების წილის კლება ბუნებრივია, იმპორტის მატებამ გამოიწვია. ქვეყნის შიდა გენერაციის მხრივ ჰესების წილი დაახლოებით 80%-ს წარმოადგენს. ქვეყნის სტაბილური ფუნქციონირებისა და მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი და გარდაუვალია განახლებადი ენერგიის პოტენციალის უფრო სწრაფი ტემპით ათვისება.

ჰესების აშენების კუთხით მისასალმებელია სემეკის პოზიცია, კერძოდ, მარეგულირებლის მიზანს წარმოადგენს როგორც მცირე და საშუალო, ისე დიდი ჰესების განვითარება.

კითხვაზე თუ ვინ უნდა აშენებდეს ჰესებს, ჩემთვის პასუხი ცალსახაა, ეს პროცესი მთლიანად კერძო სექტორმა უნდა უზრუვნელყოს, ცხადია, ყველანაირი რეგლამენტების გათვალისწინებითა და კვლევების წარმოდგენის შემდგომ. ჰესების განვითარებისთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ხელში არსებული მიწები კერძო საკუთრებაში გადავიდეს, ხოლო როდესაც ინვესტორი შემოვა ჰესის ასაშენებლად, იგი ესაუბრებოდეს კერძო მესაკუთრეს და არა სამინისტროს წარმომადგენელს. ობიექტური გარემოებები კარგად აჩვენებს, რომ პროექტები წარმატები ხორციელდება და მიმდინარეობს მაშინ, როდესაც პროცესი მთლიანად კერძო სექტორის ხელთაა.

სახელმწიფოს ერთადერთ ფუნქციად ამ სიტუაციაში მიმაჩნია აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოსახლეობას აუხსნის თუ რატომ გვჭირდება ენერგოეფექტურობა, რატომაა საჭირო ჩვენი რესურსების სრულად ათვისება და რას მოუტანს ელ. ენერგიის გაზრდილი გენერაცია თითოეულ ადამიანს.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე, ეკონომისტი

 


მასალა გამოქვეყნებულია მოსაზრებების კატეგორიაში, შესაბამისად მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელი ავტორია. 

 

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მატარებლის ბათუმში ჩამოსვლამდე მუნიციპალური ავტობუსი მუშაობას ასრულებს – რას ამბობენ “ავტოტრანსპორტში”
Next: ხულოს მუნიციპალიტეტში უკანონო მშენებლობის 24 ფაქტი გამოვლინდა – 2023 წლის სტატისტიკა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

admin 27/09/2025
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

პრესის თავისუფლების დღე – ბოლო ერთი წელი „აჭარა თაიმსის“ დირექტორის თვალით

admin 03/05/2025
temur gogitidze_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

მამოგრაფიას რეალურად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა?

admin 01/09/2024

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26/09/2025
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

26/09/2025
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE 3
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26/09/2025

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.