Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის საკრებულო დარბაზს საჯარო მოხელეებით ავსებს, რათა მოქალაქეებს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ

სულხან მესხიძე 24/09/2024
_AJARATIMES.GE

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეებს სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას უზღუდავს, რითაც რეგლამენტს არღვევს. ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ადმინისტრაციულ შენობაში შესვლასა და სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას არ აძლევენ, თორნიკე ქავთარაძეა.

მოქალაქე ყოველი სხდომის წინ მერიის შენობაში ნებართვის მიღებას დაცვის სამსახურისგან უშედეგოდ ელოდება. თორნიკე ქავთარაძე აღნიშნავს, რომ ჩინოვნიკების მხილება სურს, რის გამოც მას კანონით მინიჭებულ უფლებას ართმევენ და სხდომაზე არ უშვებენ.

“საკრებულოს სხდომაზე მე ერთი წელია არ მიშვებენ იმიტომ რომ, ხელვაჩაურის კორუმპირებული მერი ვამხილე გამოძალვაში. ეს ყველაფერი გამოხატულია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანით, მიწოდებული სასმელი წყლის სანაცვლოდ, ხელზე აიღეს თანხა. წყლის სისტემის მოწყობის ფული მოსახლეობაში შეაგროვეს უკანონოდ. მე ამ ყველაფერზე ვსაუბრობ ხმამაღლა და ამიტომ არ მიშვებენ სხდომაზე, რათა იქ არ გავახმოვანო ეს ინფორმაცია. ერთ-ერთ მიზეზად ადგილის სიმცირეს მისახელებენ. თქვენ დღეს იმყოფებოდით და ნახეთ, სხდომათა დარბაზს მიზანმიმართულად საჯარო მოხელეებით ავსებენ,” – თქვა ჩვენთან საუბრისას მოქალაქე თორნიკე ქავთარაძემ. 

“თუ საკრებულოს ღია სხდომაზე მოსულ დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამსწრე პირებისათვის გამოყოფილ ადგილების რაოდენობა, შესაძლებლობის ფარგლებში სხდომის ტრანსლაცია, ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომაზე დასწრების მსურველთათვის სხდომის მიმდინარეობის მოსმენის და ხილვადობის უზრუნველყოფა, ამის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა დარბაზი. საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი,” – ვკითხულობთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში, რომელიც საკანონმდებმო მაცნეზეა გამოქვეყნებული.

აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის საკრებულო რეგლამენტში ასახულ არცერთ მოთხოვნას ასრულებს, მათ შორის, არ იყენებს ალტერნატიულ სივრცეს, რომელიც უფრო მეტ ადამიანს იტევს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, მამუკა ჯევაიშის თქმით, საჯაროობის უზრუნველყოფისთვის კულტურის სახლის შენობის გამოყენებაა შესაძლებელი, რომელიც ადმინისტრაციული შენობის გვერდით მდებარეობს.

“კრიტიკული კითხვების ეშინიათ, ამიტომ უზღუდავენ მათ დარბაზში შემოსვლას და სივრცეს საჯარო მოხელეებით ავსებენ” – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის წევრი მამუკა ჯევაიში.

ის, რასაც ოპოზიცია და მოქალაქეები ამბობენ, სიმართლეა. რეალურად, ხელვაჩაურის საკრებულო სხდომათა დარბაზს საჯარო მოხელეებით ავსებს და მოქალაქეებისთვის თავისუფალ ადგილს არ ტოვებს. სამუშაო საათებში საჯარო მოხელეები საკრებულოს სხდომას ესწრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფლებამოსილებას არ ასრულებენ.

სამუშაო საათებში საჯარო მოხელეები საკრებულოს სხდომას ესწრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფლებამოსილებას არ ასრულებენ
სამუშაო საათებში საჯარო მოხელეები საკრებულოს სხდომას ესწრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფლებამოსილებას არ ასრულებენ

რატომ უგულვებელყოფს რეგლამენტს საკრებულოს თავმჯდომარე და რატომ არ უზრუნველყოფს სხდომის საჯაროობას – “აჭარა თაიმსის” კითხვები თენგიზ ირემაძემ უპასუხოდ დატოვა.

თენგიზ ირემაძე: თქვენ ესწრებოდით სხდომას და იქ უამრავი მოქალაქეებიც ესწრებოდა, შესაბამისად ვისაც აქვს სურვილი ყველა იქ იყო.

აჭარა თაიმსი: შეგიძლიათ ერთი ადამიანი მიჩვენოთ დღევანდელი სხდომიდან, ვინც უბრალოდ მოქალაქე იყო? დარბაზი საჯარო მოხელეებით იყო სავსე. ადგილების უკმარისობის შემთხვევაში, რეგლამენტის თანახმად ხომ გაქვთ ვალდებულება, სხდომა სხვა სივრცეში ჩაატაროთ? ხომ უნდა უზრუნველყოთ მაქსიმალური საჯაროობა?

თენგიზ ირემაძე: დუმილი…

 

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: დინამოების დერბი ფრედ დასრულდა
Next: „ნუ გვიმალავთ სამართალს“ – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმის გამო თურქეთის მოქალაქე დააკავეს

admin 22/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში თურქეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს – ერთს მძიმე დაზიანების, მეოთხეს ხულიგნობის ბრალდება წარედგინა

admin 18/10/2025
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს

admin 02/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

05/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

05/11/2025
„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი წააგო

05/11/2025
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მუნის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა munii_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მუნის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა

05/11/2025
შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 34 პირი დააკავა dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 34 პირი დააკავა

05/11/2025
პაატა იმნაძე: „მუნი ყოველწლიურადაა, მატება არ შეინიშნება და საპანიკო არაფერია“ muni_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პაატა იმნაძე: „მუნი ყოველწლიურადაა, მატება არ შეინიშნება და საპანიკო არაფერია“

05/11/2025
ბათუმში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

05/11/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

05/11/2025
„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი წააგო

05/11/2025
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მუნის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა munii_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მუნის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა

05/11/2025
შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 34 პირი დააკავა dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 34 პირი დააკავა

05/11/2025

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.