ხელვაჩაურის შემოვლით გზაზე ხანძრის შედეგად მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შეთხვევა სამრეწველო ზონის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები თუმცა ავტომობილი სრულად დაიწვა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.