Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხულო

ხულოში მცხოვრები მონიკას ახდენილი ოცნება – ქალების მხარდამჭერი პროგრამები მაღალმთიან აჭარაში

admin 24/03/2024
monika chogadze_ajaratimes.ge

მონიკა ჩოგაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ცხოვრობს. ფოტოგრაფიით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ნათესავებს ხშირად იღებდა. პროცესი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, გადაღებულ ფოტოებს ყურადღებით აკვირდებოდა და მუდმივად ცდილობდა, ყოველ ჯერზე უკეთესი გადაეღო. პანდემიის პერიოდი, არაერთი ადამიანის მსგავსად, მისთვისაც ახალი შესაძლებლობების გაჩენისა და გამოყენების ეტაპად იქცა.

,,2022 წელს როცა პანდემია დაიწყო და დავრჩით ყველა სახლში ინტერნეტში გადავაწყდი რეკლამას, რომელიც ონლაინ ფოტოგრაფიის კურსს ეხებოდა. დავინტერესდი, დავრეგისტრირდი და გავიარე. კურსის დასრულების შემდეგ, ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას უკვე თეორიული ცოდნა დაემატა და ბუნებრივია, გადმოვიტანე ეს ცოდნა ტექნიკაში.

ახალმა ფოტოებმა, რომელსაც ვიღებდი, კიდევ უფრო დიდი მოწონება დაიმსახურა. ადამიანები უკვე მეკითხებოდნენ მქონდა თუ არა სტუდია, სადაც შეძლებდნენ მოსვლას. სტუდიის არარსებობის გამო, ფოტოსესიებს მხოლოდ გარე სივრცეში ვაწყობდი, თუმცა ძალიან აქტიურად ვფიქრობდი  უკვე საკუთარ ფოტო-სტუდიაზე, ‘’ – ამბობს მონიკა ჩვენთან საუბრისას.

მისი წარმატების მეორე ეტაპიც სოციალური მედიის საშუალებით მიღებულ ინფორმაციას უკავშირდება. Facebook-ის მეშვეობით გაიგო, რომ ხულოს ქალთა ოთახი, სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახალ პროექტს იწყებდა. განაცხადი შეავსო და ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.

,,მოუთმენლად ველოდი შედეგებს, რადგან ეს ფოტოსტუდია ჩემთვის იყო როგორც დიდი ხნის ოცნების ახდენის, ასევე,  ჩემი საქმიანობის, რეალურ ბიზნესად ქცევის შესაძლებლობა.  მე ამ კონკურსში გავიმარჯვე.  დაფინანსების მიღებისთანავე გავაკეთე ჩემი სტუდია, სადაც უკვე არაერთი ფოტოსესია მოვაწყვე და მომდევნო თვეების  ჯავშნებიც გაჩნდა,“ – გვიყვება ფოტოგრაფი.

მონიკას მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მისი მიზანია, რომ ფოტოსტუდია კიდევ უფრო განვითარდეს, გაფართოვდე და გახდეს ადგილი, რომელიც შეძლებს სრულად დააკმაყოფილოს ადგილობრივების მოთხოვნა.

,,მე მიმაჩნია, რომ ქალების მხარდამჭერი პროგრამები მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებს საკუთარი ნიჭის გამოვლენასა და შემოსავლის წყაროდ ქცევაში დაეხმარება, “ – ამობს მონიკა.

ხულოს ქალთა ოთახი ,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ პროექტს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ინფორმაციისთვის: როგორც კომპანიაში განმარტავენ, 2023 წელს, 10 პროექტი შეირჩა და დაფინანსდა.

 

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ავარია ბათუმში – ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა
Next: შემთხვევა ბათუმში – კორპუსიდან ჩამოვარდნილი ბეტონი მანქანას დაეცა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

აჭარაში უკანონო ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

admin 30/07/2025
_AJARATIMES.GE
  • ხულო

ჩაკეტილია ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზა — მიზეზი მეწყერია

admin 21/07/2025
xulos meria_AJARATIMES.GE
  • ხულო

სასამართლომ ხულოს საკრებულოს ახალი ფრაქციის შექმნა დაავალა – ოპოზიციის სარჩელი დაკმაყოფილდა

სულხან მესხიძე 08/07/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა akaki beridze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

14/10/2025
დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

13/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა akaki beridze_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

14/10/2025
დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.