Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-lelo-ads.jpg
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • მოსაზრება

ჰესებს მხოლოდ კერძო სექტორი უნდა აშენებდეს მთავრობისგან დამოუკიდებლად – ნოდარ სირბილაძე

admin 12/06/2024
nodar sirbiladze_ajaratimes.ge

ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას განვითარებული თუ განვითრებადი ქვეყნები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. ელექტროენერგიის პოტენციალის ათვისებასა და ენერგეტიკის განვითარებას, მოსახლეობაზე როგორც პირდაპირ, ისე ირიბად დადებითი ეფექტი მოაქვს.

ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდას, ენერგოუსაფრთხოების ზრდა მოჰყვება და, პარალელურად, ელექტროენერგიაზე სტაბილურ ფასს ვინარჩუნებთ. ელექტროენერგიაზე სტაბილური ფასის შენარჩუნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის მიზეზი კი ბუნებრივია ისაა, რომ  ნებისმიერი პროდუქტისა თუ საქონლის წარმოებისთვის ელ. ენერგიაა საჭირო. მისი სტაბილური ფასი სხვადასხვა პროდუქტის სტაბილური ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

სამწუხაროდ, საქართველო თავისი ჰიდრო რესურსის მხოლოდ 23%-მდე იყენებს. ჩნდება კითხვა? თუ შესაძლებელია, რომ გავზარდოთ ჩვენი გენერაცია, რატომ ვერ მოვახერხეთ ეს აქამდე? აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღესდღეობით ქვეყნის ძირითად აქტივებს სახელმწიფო ფლობს. ეს აქტივები ადამიანებს არ ეკუთვნით. შესაბამისად, როდესაც ინვესტორს თუნდაც ჰესის აშენების სურვილი ჰქონდეს, მას უწევს საუბარი ბიუროკრატიასთან და არა ხალხთან, ეს კი შემდგომში გარკვეულ კონფლიქტებს წარმოშობს. მთავარი გამოწვევა ისაა, რომ მოსახლეობა მთლიანად გამოთიშულია აღნიშნული პროცესიდან.

ჰესები უნდა შენდებოდეს კერძო სექტორის მხრიდან და არა სახელმწიფოს ჩარევით. სახელმწიფოს როგორც ჰესებთან, ისე ეკონომიკასთან არაფერი არ ესაქმება. მთავარი ისაა,  რომ საწყის ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებს უნდა გადაეცეთ ქვეყანაში არსებული რესურსები, ანუ უნდა მოხდეს ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია.

როდესაც მოსახლეობას დაურიგდება ქვეყანაში არსებული აქტივები ისინი თავად გადაწყვეტენ და თავად მოელაპარაკებიან ინვესტორს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვთქვი, ახლა მოსახლეობა მთლიანად გამოთიშულია პროცესიდან.  პრივატიზაციის შემთხვევაში კი მათ დაუბრუნდებათ ის ქონება, რაც მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ.

შემდგომში კი ინვესტორებთან მოლაპარაკებით თავად გადაწყვეტენ თუ რა ზომის და როგორი ჰესი უნდა აშენდეს ამა თუ იმ ლოკაციაზე, თანაც ამ პროცესში ისინი ეკონომიკურ სარგებელსაც ნახავენ. ადამიანებს უკან უნდა დაუბრუნდეთ კერძო საკუთრებაში ქვეყანაში არსებული აქტივები.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე, ეკონომისტი


მასალა გამოქვეყნებულია მოსაზრებების კატეგორიაში, შესაბამისად მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელი ავტორია. 

 

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მეწარმეები ხელვაჩაურის მერიას მიმართავენ
Next: ავარია ბათუმში – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

admin 27/09/2025
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

პრესის თავისუფლების დღე – ბოლო ერთი წელი „აჭარა თაიმსის“ დირექტორის თვალით

admin 03/05/2025
temur gogitidze_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

მამოგრაფიას რეალურად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა?

admin 01/09/2024

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26/09/2025
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

26/09/2025
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE 3
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26/09/2025

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.