Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

რატომ ვერ შეძლო ბათუმის მერიამ გამარჯვებული პროექტების განხორციელება – მივიწყებული „შენი იდეა ბათუმს“

სულხან მესხიძე 24/01/2024
sheni idea batums_ajaratimes.ge

„შენი იდეა ბათუმს“ – თვითმმართველობამ 2023 წელს გამარჯვებული პროექტების განხორციელება ამ დრომდე ვერ შეძლო. „ჩვენი ბათუმელი ცუგუნები“, და „ადაპტირებული ბათუმი“ – პროექტების ავტორებისთვის დღემდე უცნობია მოწონებული იდეების დასრულებას რა აფერხებს.

„იმედგაცრუებული ვარ. ყოველგვარი ვადა ამოიწურა. მიუსაფრებს ამ ზამთრის გატარებაც ქუჩაში მოუწევთ. პროექტით გათვალისწინებული ერთი კომპონენტის (ერთჯერადი ვაქცინაციის) გარდა არაფერი შესრულებულა,“ – ამბობს „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას გამარჯვებული პროექტის ავტორი თეონა ყურშუბაძე.

„აჭარა თაიმსმა“ – მერიიდან ბოლო სამი წლის სტატისტიკა გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მაგალითად, დღემდე შეუსრულებელია 2021 წელს გამარჯვებული პროექტი „ორგანული ნარჩენების კომპოსტირება“, ამ შემთხვევაშიც თვითმმართველობა არ განმარტავს რატომ გამოაცხადდა იდეა გამარჯვებულად თუ მის განხორციელებას ვერ შეძლებდა.

ბათუმის მერიამ 2022 წელს გამარჯვებული ორი პროექტის „გოგებაშვილის ქუჩაზე ტროტუარში ჩაფლული კნეხტის მინით დაფარვა“,  და „საფეხმავლო ბილიკი“-ს განხორციელებაც ვერ შეძლო. მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში წერია, სხვა იდეების მსგავსად აღნიშნული პროექტებიც „მიმდინარეა“.

მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში არაა განმარტებული თუ რის გამო ვერ მოხდა გამარჯვებული პროექტების დაფინანსება და განხორციელება.

ინფორმაციისთვის: პროექტს ბათუმის მერია 2019 წლიდან ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა (GGI)-ის მხარდაჭერით.

“შენი იდეა ბათუმს” – პროექტის განხორციელება წინა მერის, ლაშა კომახიძის მმართველობის პერიოდში დაიწყო. ყველაზე მეტი პროექტის დაფინანსება და განხორციელება 2021 წელს მოხდა. 

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინდა – 2023 წლის სტატისტიკა
Next: სამუშაოების დიდი ნაწილი უხარისხოდაა შესრულებული – ოპოზიცია ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესში კორუფციას ხედავს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

admin 10/10/2025
qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი
  • ქობულეთი

აჭარაში „ქართული ოცნების“ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ქობულეთში დაფიქსირდა

admin 04/10/2025
shuqi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 03/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა akaki beridze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

14/10/2025
დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

13/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა akaki beridze_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

14/10/2025
დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.