Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

37 ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებაზე ეუთო-ს მიმართა

admin 12/04/2025
euto_AJARATIMES.GE

ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის 37-მა ქვეყანამ ეუთო-ს ერთობლივი განცხადებით მიმართა და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთება გამოხატა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილის კონტროლირებადი პარლამენტის მიერ მიღებულმა რეპრესიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა.

ინფორმაციისთვის: განცხადებას ხელს აწერს: გერმანია, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და უკრაინა.

“შეშფოთებას გამოვთქვამთ რამდენიმე ძირითად საკითხზე: სამოქალაქო სივრცის საკანონმდებლო შეზღუდვაზე, დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებაზე, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების საკითხზე, ანგარიშვალდებულების არარსებობასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაიდენტიფიცირებადი ჯგუფების მიერ არაპროპორციული ძალადობის შესახებ – ასევე, წინასწარი პატიმრობის ზედმეტად ხანგრძლივ პერიოდებსა და წინასწარი პატიმრობის ქვეშ მყოფთა პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებზეც. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი ავალდებულებს ყველა ინდივიდსა და ორგანიზაციას, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებს რეგისტრირდნენ, როგორც “უცხოელი აგენტები” – წინააღმდეგ შემთხვევაში მათ, ვინც აღნიშნულზე უარს იტყვის, შესაძლოა ფინანსური სანქცია ან სისხლის სამართლებრივი სასჯელი დაეკისროს.

აღნიშნული კანონპროექტი სხვა ბოლო დროს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანების უფლებათა დამცველებს –  ამ კანონს არ გააჩნია სამართლებრივი გარანტიები, ის მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და კერძო პირების, როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტების ბრენდირებაზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დაფინანსების წყაროებზეა დაფუძნებული, რაც მტკიცედ მიუთითებს, რომ ეს კანონი არა გამჭვირვალობას ეხება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის გამკაცრებას – ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების გათვალისწინებით. ჩვენ ასევე დეტალურად ვახდენთ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში – აუცილებელია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ნებისმერი ცვლილება იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებრივი ნდობიდან გამომდინარე. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ, რომელიც ძირს უთხრის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასაც.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ძირს უთხრის თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს და ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, როგორც აღნიშნულია ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის ბოლო ანგარიშებში – ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს მათი რეკომენდაციები. მიუხედავად საქართველოს მიერ განმეორებით გაკეთებული განცხადებებისა, რომლითაც კიდევ ერთხელ დაადასტურდა დიალოგისადმი მოწოდება და ეუთო-ს პრინციპები და ვალდებულებები, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ კონკრეტულ და ნამდვილ ნაბიჯებს აზრიანი ჩართულობისკენ.

სამაგიეროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს განხორციელებულმა ქმედებებმა საქართველო კიდევ უფრო დაშორა დემოკრატიას – ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა მოძებნონ მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტა. ჩვენი ურყევი მხარდაჭერა და ერთგულება საქართველოს სუვერენუობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი რჩება – ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხსა და მათ მისწრაფებას დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ და მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, რათა უზრუნველვყოთ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული პატივისცემა”. – აღნიშნულია განცხადებაში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
Next: ს/კ გონიომ ეროვნული ლიგა ორის მე-6 ტურის მატჩი მოიგო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

volodimir zelenski_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ზელენსკი: „უკრაინა ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას – ღირსება თუ პარტნიორის დაკარგვის რისკი“

admin 21/11/2025 0
mzia amaglobeli_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გაგზავნა

admin 17/11/2025 0
tornike rijvadze_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ოჯახის წევრებთან ერთად გერმანიაში იმყოფება

სულხან მესხიძე 16/11/2025 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ზელენსკი: „უკრაინა ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას – ღირსება თუ პარტნიორის დაკარგვის რისკი“ volodimir zelenski_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ზელენსკი: „უკრაინა ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას – ღირსება თუ პარტნიორის დაკარგვის რისკი“

21/11/2025 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

21/11/2025 0
ავარია ბათუმში, დაშავდა ერთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა ერთი ადამიანი

21/11/2025 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

20/11/2025 0
საქართველოს შესაძლებლობა აქვს 3-ჯერ მეტი ელექტროენერგია აწარმოოს – თენგო კირთაძე _AJARATIMES.GE
  • რეკლამა

საქართველოს შესაძლებლობა აქვს 3-ჯერ მეტი ელექტროენერგია აწარმოოს – თენგო კირთაძე

20/11/2025 0
აჭარაში ავტომობილის შეძენის მოტივით 50 ათასდოლარიანი თაღლითობის საქმეზე ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ავტომობილის შეძენის მოტივით 50 ათასდოლარიანი თაღლითობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

20/11/2025 0
ზელენსკი: „უკრაინა ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას – ღირსება თუ პარტნიორის დაკარგვის რისკი“ volodimir zelenski_AJARATIMES.GE 1
  • უცხოეთი

ზელენსკი: „უკრაინა ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას – ღირსება თუ პარტნიორის დაკარგვის რისკი“

21/11/2025 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

21/11/2025 0
ავარია ბათუმში, დაშავდა ერთი ადამიანი _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა ერთი ადამიანი

21/11/2025 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

20/11/2025 0
საქართველოს შესაძლებლობა აქვს 3-ჯერ მეტი ელექტროენერგია აწარმოოს – თენგო კირთაძე _AJARATIMES.GE 5
  • რეკლამა

საქართველოს შესაძლებლობა აქვს 3-ჯერ მეტი ელექტროენერგია აწარმოოს – თენგო კირთაძე

20/11/2025 0

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.