Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

40 სართულიანი 4-იანის ნაცვლად – “ოცნების” შემწირველის მშენებლობა ბათუმში

სულხან მესხიძე Posted on 2 წელი ago
mshenebloba_ajaratimes.ge

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის N23-ში ოთხის ნაცვლად 40 სართულიანი კორპუსი აშენდება, რომლის სიმაღლე 120 მეტრამდე იქნება. ტერიტორიაზე ძველი საბჭოთა დროინდელი კორპუსის დემონტაჟი მალე დაიწყება, მანამდე კი  კომპანიამ ტერიტორია შეღობა. ნებართვას ხელს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი აწერს.

მბათუმის ერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მრავალსართულიან შენობას შპს “სკაილაინ გრუპი” აშენებს, რომლის დირექტორი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი შარაშიძეა.

ინფორმაციისთვის: ამავე ეზოში დაახლოებით ერთი წლის წინ გაკეთებული სკვერი, რამდენიმე დღის წინ დაანგრიეს, ვინაიდან რეკრეაციული ზოლი სამშენებლო მოედნად შემოისაზღვრა.

აღნიშნულ ეზოში მაღალჩინოსანი ძმები ბერიძეები ცხოვრობენ და თავის დროზე, მეზობლების თქმით, ყველაფრით უზრუნველყოფილი სკვერი, სწორედ მათი გავლენების შედეგად კეთილმოაწყვეს. მეზობლებს კი შედარებით დაბალბიუჯეტიანი სკვერი შერჩათ. მეზობლებს შორის უკმაყოფილებაზე „აჭარა თაიმსი“ დეკემებერში წერდა.  

ცნობისთვის, ძმები ბერიძეები საეჭვო კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, ტენდერებს იგებენ ის კომპანიები, რომლებიც მაღალჩინოსნებთან სხვადასხვა ფორმით არიან კავშირში.

რატომ დაანგრიეს ახლადრეაბილიტირებული სკვერი – კითხვაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში არ გვიპასუხეს.


ამ კორპუსიდან რამდენიმე მეტრში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის N19-ში კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენდება. ორივე მშენებლობის ნებართვა ერთ პაკეტშია მოქცეული, მშენებელი კომპანიების სახელწოდებებიც თითქმის იდენტურია (შპს. სკაილაინ ჯგუფი და შპს სკაილაინ გრუპი).

ტბელ აბუსერიძის N19-ში მიმდინარე მშენებლობაზე “აჭარა თაიმსი” დეკემბერში წერდა. ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე მშენებლობით “ქართული ოცნების” შემწირველი ვასილ ხორავაა დაინტერესებული. მან მმართველ პარტიას ფული ორჯერ ჩაურიცხა, ჯამში 13,000 ₾ ოდენობით.  ვასილ ხორავა ასევე, რამდენიმე კომპანიის მეწილე და დირექტორია. ის წლების წინ “საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის დირექტორი იყო.

 

Post navigation

Previous: ხანძარი ბათუმში
Next: ხანძარი მახინჯაურში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად სხეულის გადაციება სახელდება

admin Posted on 4 დღის ago
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს

სულხან მესხიძე Posted on 4 დღის ago
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სალიბაურისა და სოფელ ჩელტას მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი ქალი იპოვეს

სულხან მესხიძე Posted on 5 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

Posted on 3 საათის ago
ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა xandzari_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

Posted on 16 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 23 საათის ago
„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა kalatburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა

Posted on 1 დღის ago
ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი

Posted on 2 დღის ago
ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

Posted on 2 დღის ago
გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

Posted on 3 საათის ago
ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა xandzari_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

Posted on 16 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 23 საათის ago
„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა kalatburti_AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა

Posted on 1 დღის ago
ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის პორტში მარცვლეულით შემოსულ გემს შავ ზღვაში AIS გათიშული ჰქონდა – ZHIBEK ZHOLY-ის ბუნდოვანი რეისი

Posted on 2 დღის ago

სიახლეების კალენდარი

იანვარი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« დეკ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.