Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

მაღალჩინოსნების სრულად აღჭურვილი სკვერი, მეზობლებს კი მხოლოდ პატარა ატრაქციონი

აჭარა თაიმსი დეკემბერი 6, 2023
atraqcioni_ajaratimes.ge.

ეზო, სადაც ძმები ბერიძეები ცხოვრობენ

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორმა, აკაკი ბერიძემ საკუთარ ეზოში ისეთი სკვერი მოიწყო, რაც სამეზობლოში არაა. რეკრეაციულ ზოლში ტრენაჟორები, ატრაქციონები, განათებები, ონკანი, სკამები და ურნები დაამონტაჟეს. მიწის ზედაპირი კაუჩუკით დაფარეს. ტერიტორია კი რკინის დეკორატიული კონსტრუქციით შემოსაზღვრეს.

ინფორმაციისთვის, ამავე ეზოში ცხოვრობს მეორე ძმა – რაულ ბერიძე, რომელიც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილეა.

მაღალჩინოსნების საცხოვრებლიდან დაახლოების 100 მეტრში, მეზობელი კორპუსის ეზოში მართლაც მოაწყვეს წინასაარჩევნოდ დაპირებული სკვერი, თუმცა ერთი განსხვავებით: აქ მხოლოდ საბავშვო ატრაქციონი დაამონტაჟეს. ტერიტორია კი დაბალი, იაფფასიანი მოაჯირით შემოსაზღვრეს.

ჩინოვნიკების სამეზობლოს ეზო – აქ მხოლოდ საბავშვო ატრაქციონი დაამონტაჟეს.

ბათუმში, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სკვერების მოწყობაზე პასუხისმგებელი აკაკი ბერიძეა, რომლის გადაწყვეტილებითაც ასეთი განსხვავებაა სამეზობლოში. რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორმა პროექტების შედგენისას და რატომ ჩააყენა სამეზობლო უთანასწორო მდგომარეობაში? გარდა ამისა, პროექტის დამტკიცებისას იყო თუ არა გადამწყვეტი მისი თანამდებობრივი გავლენები?

უწყებიდან კითხვებზე ზოგადი შეტყობინებით გვიპასუხეს: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში სკვერის მოწყობა ხორციელდება ამხანაგობების მომართვის საფუძველზე. პროექტის შეთანხმება ხდება ამხანაგობებთან.

ამ ზოგადი პასუხით ჩინოვნიკმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და სკვერის პროექტებს შორის განსხვავება ამხანაგობების თავმჯდომარეებს გადააბრალა.

ინფორმაციისთვის, ძმები ბერიძეები საეჭვო კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, ტენდერებს იგებენ ის კომპანიები, რომლებიც მაღალჩინოსნებთან სხვადასხვა ფორმით არიან კავშირში.

Post navigation

Previous: “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმის ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტი შეიმუშავა – რა საჭიროებებია გამოკვეთილი დოკუმენტში
Next: უკანონო თევზჭერაზე სანქციები გამკაცრდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 4, 2026
dachra_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 31, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE 1
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.