ბათუმში, ხანძრის შედეგად სახლის ნაწილი დაიწვა. შეთხვევა დღეს დილით, განთიადის დასახლებაში მოხდა. ცეცხლმა გაადადგურა საყოფაცხოვრებო ნივთები, უცნობია განძრის გამომწვევი მიზეზი.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.



