Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 6, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში, მე-19 საუკუნეში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს. ფაქტს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ძეგლზე სამუშაოები შესაბამისი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებულ ფასადის სამღებრო სამუშაოებზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ნებართვა გაცემული არ არის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა და სამუშაოების მწარმოებელ პირებს მიეცათ სიტყვიერი გაფრთხილება უნებართვო სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე. სამართალდარღვევის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შემდეგ დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რის საფუძველზეც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება,“ – განაცხადეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

საუბარია კ. გამსახურდიას ქუჩა მდებარე ისტორიულ შენობაზე, რომელიც თავდაპირველად თბილისის კომერციული ბანკის, მოგვიანებით კი ეროვნული ბანკის შენობას წარმოადგენდა.

შენობა კომპანია „სოდი ინვესტმენტს“ ეკუთვნის. ღია წყაროების თამახმად, ის წლების წინ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გასხვისდა. კომპანიის მფლობელად ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას კომპანია სახელდება.

ისტორიული შენობის ფასადი სხვადასხვა მკვეთრ ფერში შეღებეს, რამაც სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კრიტიკის შემდეგ შენობა სამშენებლო ბადით შეფუთეს.

ფაქტს გამოეხმაურა „ძლიერი საქართველო-ლელო“. პარტიის შეფასებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული ჩარევა მკაცრ რეაგირებას საჭიროებს და სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.

 

Post navigation

Previous: მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სულხან მესხიძე სექტემბერი 5, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 5, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 4, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს

სექტემბერი 6, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს

სექტემბერი 6, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.