„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.