„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთში მეწყრის ჩამოწოლის გამო ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ვერ გადაადგილდება.
მგზავრების ინფორმაციით, მატარებელი ციხისძირის ტერიტორიაზე ნახევარ საათზე მეტია გაჩერებულია. მათი თქმით, ამ დროისთვის გადაადგილება ვერ ხერხდება.
განახლება: მგზავრების ინფორმაციით, მატარებელი უკუსვლით ჩაქვის სადგილურში დაბრუნდა.

