Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
_AJARATIMES.GE

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 სექტემბრის განმავლობაში და 20 სექტემბრის დილამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ძლიერი ინტენსივობის ნალექი დაფიქსირდა. ძლიერმა წვიმამ ბათუმის ცალკეულ უბნებში ქუჩების დატბორვა და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებითი გადატვირთვა გამოიწვია.

სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბათუმში დაფიქსირდა. ქალაქში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა, ხოლო 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც სექტემბრის თვის კლიმატური ნორმის 90%-ზე მეტია.

ამასთან, მხოლოდ ერთ საათში, 19 სექტემბრის 21:00-დან 22:00 საათამდე, 52.5 მმ ნალექი მოვიდა, რაც 24-საათიანი რაოდენობის დაახლოებით 20%-ია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24 საათში მოსული 273 მმ ნალექი სექტემბრისთვის უპრეცედენტოა და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნება.

19-20 სექტემბერს ნალექის რაოდენობამ:

  • ქობულეთში – 134.5 მმ;
  • კოხში (ქობულეთი) – 58.5 მმ;
  • მტირალას ეროვნულ პარკში – 93 მმ;
  • სინდიეთში (ხელვაჩაური) – 50.8 მმ;

შეადგინა.

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს.

Post navigation

Previous: ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა
Next: ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

avariuli saxli_AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ

სულხან მესხიძე ნოემბერი 4, 2026
_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში

სულხან მესხიძე ნოემბერი 4, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 4, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ vachroba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ნოემბერი 5, 2026
მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი? sasmeli wyali_AJARATIMES.GE
  • ხულო

მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი?

ნოემბერი 5, 2026
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება IMG_0862
  • რეკლამა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება

ნოემბერი 5, 2026
აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 5, 2026
გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ batumis sakrebulo_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ

ნოემბერი 4, 2026
გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ vachroba_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ნოემბერი 5, 2026
მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი? sasmeli wyali_AJARATIMES.GE 2
  • ხულო

მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი?

ნოემბერი 5, 2026
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება IMG_0862 3
  • რეკლამა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება

ნოემბერი 5, 2026
აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 5, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.