ბათუმში ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება რამდენიმე ქუჩაზე შეწყდა. შეზღუდვა 9 357 აბონენტს შეეხო.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, გაზის მიწოდება დღეს, 9 ნოემბერს, 16:00 საათიდან შეიზღუდა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, დაზიანება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის პირველ ჩიხში დაფიქსირდა.
გაზი არ მიეწოდება რეჯებ ნიჟარაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, შერიფ ხიმშიაშვილის, ლეხ და მარია კაჩინსკების, ადლიის, ზღვისპირის, გურიელისა და გრიგოლ ელიავას ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.
კომპანიის საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. გაზის მიწოდების აღდგენა 10 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება.
„სოკარ ჯორჯია გაზი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში დატოვონ და გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ.

