Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

როდის ამოქმედდება ქიმწმენდის ობიექტების მუშაობისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი 

აჭარა თაიმსი მარტი 7, 2024
qimwmenda_ajaratimes.ge

ქიმწმენდის ობიექტების ფუნქციონირებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, რომელიც 2024 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცვლილების მიხედვით, აკრძალულია ქიმწმენდის ობიექტების საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება.

„განსაზღვრულია მათგან დაშორების მინიმალური მანძილიც. დიდი ქიმწმენდებისთვის, სულ მცირე, 100 მეტრი, მინი ქიმწმენდებისთვის კი – სულ მცირე, 50 მეტრი. მინი ქიმწმენდისთვის ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში განთავსება სპეციალური სტანდარტების მიხედვით.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, ქიმწმენდის საწარმო ასევე ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები უზრუნველყოს. აქ დასაქმებულთა შრომის პირობებისა და მათი უფლებების დაცვას ზედამხედველობას შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. ქიმწმენდის საწარმო ასევე ვალდებულია, აწარმოოს სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის პერიოდული მონიტორინგი, რომელთა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების კონტროლს ატმოსფერულ ჰაერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: აჭარაში 2 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათ სახლში აზარტული თამაშის ცენტრი ჰქონდათ მოწყობილი
Next: მეთადონის შეძენა-შენახვისთვის ცოლ-ქმარს 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

აგვისტო 11, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აგვისტო 11, 2026
კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

აგვისტო 11, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აგვისტო 11, 2026
კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აგვისტო 11, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.