Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

აშშ-მ სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა – სავიზო შეზღუდვები ამოქმედდა

აჭარა თაიმსი ივნისი 6, 2024
metiu mileri_AJARATIMES.GE

აშშ-მ სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” დეპუტატებს, მათი ოჯახის წევრებსა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები შეეხოთ.

„აშშ კვლავაც ღრმადაა შეშფოთებული „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მათი ბოლო განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები აჩენს საფრთხეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის სურვილებს.

სახელმწიფო მდივანმა ახლახან გამოაცხადა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვის შესახებ. ამ პროცესის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახდინა ახალი სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის იმპლემენტაცია, რაც მიმართულია ჩემ მიერ ნახსენები ქმედებების გადასაჭრელად.

დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ. მათ შორის იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ან არის თანამონაწილე, ან არის მათი ოჯახის წევრები, ვინც არის პასუხისმგებელი, ან თანამონაწილე საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე.

მათ შორის პასუხისმგებელია შეკრების თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაზე, დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებაზე. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ მათ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წასწიონ მათი ქვეყნის დიდი ხნის, დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფება. მაგრამ თუ ასე არ მოხდება, აშშ მზადაა, გაატაროს დამატებითი ქმედებები“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

Post navigation

Previous: ბათუმში მანქანა მოზარდს შეეჯახა
Next: ქობულეთში ახალგაზრდა დაჭრეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ქართველმა მეზღვაურმა ხმელთაშუა ზღვაში 36 მიგრანტი გადაარჩინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა

სექტემბერი 13, 2026
დაიღუპა მძღოლი, დაშავდა ერთი პირი – ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში police_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დაიღუპა მძღოლი, დაშავდა ერთი პირი – ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

სექტემბერი 13, 2026
ძველი ბათუმის „ყავის გვირაბი“ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველი ბათუმის „ყავის გვირაბი“

სექტემბერი 12, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა xalxi_.ajaratimes.ge 4
  • საქართველო

აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა

სექტემბერი 13, 2026
დაიღუპა მძღოლი, დაშავდა ერთი პირი – ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში police_AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

დაიღუპა მძღოლი, დაშავდა ერთი პირი – ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

სექტემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.