Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 14 პარტია დარეგისტრირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2024
usko. archevnebi_AJARATIMES.GE

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა, ამის შესახებ “უსკო” იტყობინება. მათივე ცნობით, კომისიაში 14 პარტია დარეგისტრირდა.

ადმინისტრაციაში განმარტვენ, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარდგენას მოიცავს, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ.

“კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (ბოლო ვადა). ყოველ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 21-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. პარტიული სიების წარდგენის შემდეგ კი დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი.

პარტიულ სიას უნდა ერთოდეს თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი.

პოლიტიკურ პარტიებს შევახსენებთ, რომ უსკოში პარტიული სიები უნდა წარმოადგინონ მატერიალური სახით, დედანში. ასევე თან უნდა იქონიონ პარტიული სიის ელექტრონული ვერსია. გაითვალისწინეთ, რომ ელექტრონული ფოსტით წარმოდგენილი პარტიული სია არ მიიღება,” – აცხადებენ უსკოში.

Post navigation

Previous: ბათუმი თბილისის მატარებელი ადამიანებს შეეჯახა, არის მსხვერპლი
Next: აჭარის განათლების სამინისტრო და ბათუმის მერია BIAFF-ს არც წელს დააფინანსებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

სექტემბერი 19, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.