Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

საიამ აქციებზე დაკავებული პირების საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 19, 2024
evrosasamartlo_AJARATIMES.GE

საიამ 7-8 მარტის აქციებზე უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, აგვისტოში ორგანიზაციამ სასამართლოს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა რუსული კანონის მიღებასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით და ყურადრება გაამახვიდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ის, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ურთიერთგამომრიცხავია, რომ აქციის დაშლა არ იყო კანონიერი, არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებლობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა.

“2024 წლის 27 აგვისტოს, საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა. საქმე ეხება 2023 წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარედ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს უკანონოდ დაკავებული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლის საფუძველზე სამართალდამრღვევად ცნობილ პირს. 

აქციის დაშლისას მომჩივანი, აქციის სხვა მონაწილის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა ძალადობრივ ქმედებას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც იგი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა. 

საქმის ერთადერთი პოლიციელი მოწმის განმარტებით, მომჩივანი დააკავეს იმის გამო, რომ ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, მაშინ როდესაც მომჩივანი ტროტუარზე გადაადგილდებოდა. მომჩივანმა 35 საათზე მეტი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო სახელმწიფოს არ დაუსაბუთებია დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზეზები. ამ საკითხით არც მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი დაინტერესდა და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე  ნინო შარაძე. 

მომჩივანის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განხორციელდა, რის შედეგადაც მას 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოების მიერ მიღებული დადგენილებები შაბლონური სახისაა და არ ითვალისწინებს საქმის ინდივიდუალური გარემოებების სათანადო ანალიზს. აღნიშნულ გარემოებას საია რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე დაკავებულ სხვა პირებზე მიღებული დადგენილებებით ადასტურებს, თითოეულ დადგენილებაში ვხვდებით სრულიად იდენტურ მსჯელობას, რომლებშიც მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირთა სახელი და გვარები იცვლება. 

საია მრავალი წელია, ხაზს უსვამს ადმინისტრაციული დაკავებების მანკიერ პრაქტიკას და ეროვნულ დონეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში საფრთხეს უქმნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას”. – წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: საქართველოში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
Next: ცნობილია რა ეღირება 20 სექტემბერს დოლარი, ევრო და გირვანქა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორია უმუშევრობის დონე აჭარაში – ცნობილია საქსტატის ახალი კვლევა

აჭარა თაიმსი მაისი 12, 2026
shio mesame, patriarqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა

აჭარა თაიმსი მაისი 12, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია

აჭარა თაიმსი მაისი 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

როგორია უმუშევრობის დონე აჭარაში – ცნობილია საქსტატის ახალი კვლევა xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორია უმუშევრობის დონე აჭარაში – ცნობილია საქსტატის ახალი კვლევა

მაისი 12, 2026
„ამ ფორმით ბრძოლა დროის კარგვაა“ – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხულოს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში მიდის besik shainidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

„ამ ფორმით ბრძოლა დროის კარგვაა“ – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხულოს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში მიდის

მაისი 12, 2026
კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა shio mesame, patriarqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა

მაისი 12, 2026
შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია _AJARATIMES.GE
  • საქართველო

შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია

მაისი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 11, 2026
სარფში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

მაისი 11, 2026
როგორია უმუშევრობის დონე აჭარაში – ცნობილია საქსტატის ახალი კვლევა xalxi_.ajaratimes.ge 1
  • საქართველო

როგორია უმუშევრობის დონე აჭარაში – ცნობილია საქსტატის ახალი კვლევა

მაისი 12, 2026
„ამ ფორმით ბრძოლა დროის კარგვაა“ – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხულოს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში მიდის besik shainidze_AJARATIMES.GE 2
  • ხულო

„ამ ფორმით ბრძოლა დროის კარგვაა“ – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხულოს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში მიდის

მაისი 12, 2026
კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა shio mesame, patriarqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა

მაისი 12, 2026
შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია

მაისი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 11, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.