ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე, იგივე გაფფარ ილმაზი, საქართველოდან გააძევეს. ქათამაძის მეგობარი, ნინო კაკულია, სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქათამაძე ღამით გადაიყვანეს თურქეთში.
„ვერაგულად ღამე გაიყვანეს, ვერც დავემშვიდობე,“ – წერს კაკულია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის: თემურ ქათამაძე აქტიური პიროვნება იყო და არაერთ საპროტესტო აქციაში მიუღია მონაწილეობა.
ინფორმაციისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს თემურ ქათამაძეს, რომელიც საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უარი უთხრა. ქათამაძე აცხადებდა, რომ თურქეთში დევნა ემუქრებოდა და საქართველოში დარჩენა მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, თუმცა სასამართლომ მისი არგუმენტები არ დააკმაყოფილა.
გარემოება: 11 იანვარს, თემურ ქათამაძე დააკავეს და ის დაადანაშაულეს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში. დაკავების შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, აღნიშნავდა, რომ პოლიციის შენობაში მას უთხრეს: „არ ხარ საქართველოს მოქალაქე, შენს ქვეყანაში წადიო“. თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია და უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უშედეგოდ ცდილობს.
სიუჟეტი “აჭარა თაიმსის” არქივიდან ⇓


