
ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები GREDA-ს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს შეხვდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებებისა და კერძო კომპანიების ხელმძღვანელები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები.
მარიამ ქვრივიშვილმა სექტორის წარმომადგენლებს ენერგეტიკის დარგის განვითარების შესახებ უწყების ხედვა გაუზიარა, ისაუბრა სტრატეგიაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა განახლებული გუნდი წარადგინა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
უნდა აღინიშნოს, რომ GREDA აგრძელებს დარგის წარმომადგენლებისთვის დიალოგისა და თანამშრომლობის ეფექტიანი პლატფორმის უზრუნველყოფას. ღონისძიება კომპანია Aqualia-ს მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წყლის მართვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით და მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს საქმიანობას.