საქართველოს პროკურატურამ ორი პირი დაადანაშაულა ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილია, ადვოკატის საქმიანობაზე ზემოქმედების მიზნით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მან ადვოკატს ტელეფონი მიაწოდებინა, რომელზეც თავად დაუკავშირდა და მუქარა გადასცა.
ორივე ბრალდებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას სთხოვს. საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება.



