Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026
mikheil saakashvili_AJARATIMES.GE

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულებისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის ქვეყნიდან გაძევებით შეცვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

განხილვისას დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ იკითხა, შეიძლება თუ არა ახალი რეგულაცია შეეხოს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და რომლის წინააღმდეგაც სხვადასხვა სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს. ბოჟაძის განცხადებით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, ხომ არ უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილება კონკრეტულად სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლების საკითხს.

კანონპროექტის მომხსენებელმა ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რომ ცვლილებები კონკრეტულ პირზე არ არის მორგებული და იმოქმედებს ყველა იმ უცხოელ მსჯავრდებულზე, რომელიც კანონით განსაზღვრულ პირობებს დააკმაყოფილებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და მოტივი, შედეგები, დაწესებულებაში ქცევა, წარსული ნასამართლობა და სხვა გარემოებები.

დარახველიძის განმარტებით, თუ კონკრეტული პირის მიმართ საბოლოო სასჯელი დადგენილი არ არის ან სხვა სამართლებრივი პროცესი გრძელდება, შეღავათის მექანიზმის გამოყენება ვერ მოხდება.

ამასთან, მისი თქმით, უცხოელი მსჯავრდებულების შემთხვევაში საბჭოსთვის განცხადებით მიმართვა სავალდებულო არ იქნება — კანონით განსაზღვრული ვადის მოხდის შემდეგ მათი საქმეები ავტომატურად განიხილება. მისივე განმარტებით, ქვეყნიდან გაძევება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის წარმოშობის ქვეყანაში არსებობს წამების ან არასათანადო მოპყრობის რისკი.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

პროკურატურამ რიგი ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

 

Post navigation

Previous: მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება
Next: „დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
manqana_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება sofeli_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აგვისტო 11, 2026
17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

აგვისტო 11, 2026
7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება sofeli_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აგვისტო 11, 2026
17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.