
ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. ქვეითს მოტოციკლის მძღოლი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა, სხვადასხვა ტრამვით, კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და ბმულის მითითება. გთხოვთ, მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება!