შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის, თბილისის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია, რეალიზაციის მცდელობა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირება და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.
შსს-ს ცნობით, აჭარაში დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის არიან წარსულში ნასამართლევი და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. დაკავებულთა შორის არიან 1984, 1987, 1989, 1993 და სხვა წლებში დაბადებული პირები, რომელთა ნაწილი არასრულწლოვანიც არის.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ:
- განახორციელა საკონტროლო შესყიდვები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რომელიც ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით დადასტურდა;
- ჩაატარა ჩხრეკები ბრალდებულთა საცხოვრებელ სახლებში, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილ სათბურებში;
ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები:
- „მეტამფეტამინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „კლეფერდრონი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“;
ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია:
- ნარკოტიკების დაფასოების და კულტივირების მასალები;
- ნაღდი თანხა;
- უკანონოდ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალებები;
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 265 პრიმა და 273-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



